Загрузка...
როინ აბუსელიძე - იანვარია მგონი ქუჩებში / roin abuselidze - ianvaria mgoni quchebsheni - 28 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 28 » როინ აბუსელიძე - იანვარია მგონი ქუჩებში / roin abuselidze - ianvaria mgoni quchebsheni


0:02 AM
როინ აბუსელიძე - იანვარია მგონი ქუჩებში / roin abuselidze - ianvaria mgoni quchebsheni
ხომ აღარ დაადგა საშველი პირველ თოვლს, არადა
იანვარია მგონი ქუჩებში
და ჩამოუსხამს ყინვა ყალიბად,
მე კი ვერაფრით გადავურჩები,
ახლა იმდენად ერთი ცალი ვარ.

ამ თოვლს, ამ ყინვას და ყველაფერ ამ-ს,
რაც უშენობას სიკვდილს ურითმავს,
ვიკლავ ბუხართან და ცხელ საფერავს,
ვსვამ დახვრეტილი ხელისგულიდან.

როგორც ეს თოვლი ზეცას მიფშვნილი,
ისე მარტივად ვქრები ამ ბოლოს,
მხოლოდ სტრიქონებს გიწერ სიმშვიდით,
უმუხტოსა და უმეტაფოროს,

ჩვენ არ შევცვლილვართ წლების შემდეგაც,
ეს ლექსიც იმედს აღარ გვითესავს,
რადგან იგივე არის შედეგი -
მე კვლავ პაჟი ვარ შენ კი პრინცესა.





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1062 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: roin abuselidze, roin abuselidzis leqsebi, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidzis shemoqmedeba, როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, როინი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0