Загрузка...
როინ აბუსელიძე - ხარკი / roin abuselidze - kharki - 28 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 28 » როინ აბუსელიძე - ხარკი / roin abuselidze - kharki


0:09 AM
როინ აბუსელიძე - ხარკი / roin abuselidze - kharki
ასეთ ცხოვრებას მე სამოთხეს არ დავარქმევდი,
ალბათ წინასწარ რომ ვერ ვჭვრეტდე მძიმე ეპოქას,
ბევრი თუ არა - ეს პატარა მიწის ნაკვეთი,
ერთ ვაშლის ხეს და ჩვენს პატარა ერთ შვილს ეყოფა.
შემდეგ კი ოფლში მოზელილი პურის ცომივით,
მოგიტან სიზმრებს, შეპირებულ მინდვრის ლიანებს,
შენ კი იქნები ჩემს ნეკნებთან წამოწოლილი
და მეორე შვილს შობის დილით იმშობიარებ.
ასე წამოვალთ სამოთხიდან, მკვიდრნი სამოთხის,
დაგვრჩება უკან ვაშლის ხე და ზეცის დიდება,
გზა და გზა ცოდვებს შვილებივით თითზე ჩამოთვლი
და მზე სახეზე სირცხვილივით მოგეკიდება.
სირცხვილის მზეებს მოვიფერთხავთ ისევ გზადაგზა,
მიჩვეულ ნაყოფს მომაწოდებ მშრალი ხელებით,
შემდეგ გავცდებით დედამიწას, წარსულს, ათასგვარ
ლოცვებს, პლანეტებს, გამოგონილ სისულელეებს.
მოხდება წარღვნაც, საუკუნის უამინდობა,
უარს ვერ მეტყვი შენს ადამს და ცამდე მინდობილს,
როდესაც შვილებს გავაყოლებთ ნოეს კიდობანს,
ხოლო მე და შენ მარტო წავალთ ჩვენი კიდობნით.
ერთ ვაშლის ხეს და ჩვენს პატარა ერთ შვილს ეყოფა,
ბევრი თუ არა - ეს პატარა მიწის ნაკვეთი,
ალბათ წინასწარ რომ ვერ ვჭვრეტდე მძიმე ეპოქას,
ასეთ ცხოვრებას მე სამოთხეს არ დავარქმევდი!...





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1387 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინი, roin abuselidzis poezia, როინ აბუსელიძე, roin abuselidzis shemoqmedeba, rois leqsebi, როის ლექსები, roin abuselidzis leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0