Загрузка...
როინ აბუსელიძე - ბათუმს რაღა უნდა ველოთავო? / roin abuselidze - batums ragha unda velotavo? - 28 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 28 » როინ აბუსელიძე - ბათუმს რაღა უნდა ველოთავო? / roin abuselidze - batums ragha unda velotavo?


0:11 AM
როინ აბუსელიძე - ბათუმს რაღა უნდა ველოთავო? / roin abuselidze - batums ragha unda velotavo?
ბათუმს რაღა უნდა ველოთავო?
ერთურთს ყველაფერი გავანდეთ!
ისევ მარტო დარჩი ჩემო თავო,
ღმერთო, ღმერთმა უწყის სანამდე.
ირგვლივ ყველაფერი მეორდება,
წლებმა ტკივილები დალაქეს,
რახან შენმა ახლო მეგობრებმა,
მარტოს შეგატოვეს ქალაქი.
აღარც: \"ერთი ღერი სიგარეტი\"...
აღარც: \"ერთი წამით გოგონი\"...
ლექსსაც სათოფეს არ ვაკარებ და
ვავსებ სიცოცხლისთვის მოგონილ
დღეებს - რაღა უნდა ველოთავო -
თანაც გადაკითხულს ათასჯერ,
ისევ მარტო დარჩი ჩემო თავო,
ახლა მთავარია გადარჩე...





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1109 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინი, roin abuselidzis poezia, როინ აბუსელიძე, roin abuselidzis shemoqmedeba, rois leqsebi, როის ლექსები, roin abuselidzis leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0