Загрузка...
როინ აბუსელიძე - წუხელის სიზმარს სოფელში ვახლდი / roin abuselidze - tsukhelis sizmars sofelshi vakhldi - 28 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 28 » როინ აბუსელიძე - წუხელის სიზმარს სოფელში ვახლდი / roin abuselidze - tsukhelis sizmars sofelshi vakhldi


0:14 AM
როინ აბუსელიძე - წუხელის სიზმარს სოფელში ვახლდი / roin abuselidze - tsukhelis sizmars sofelshi vakhldi
წუხელის სიზმარს სოფელში ვახლდი
და მთელი ღამე ასე გავიდა,
ისევ იქ დამხვდა ჩვენი ხის სახლი,
ოწინარი და ელო მამიდა.

მდინარეს ბოთლი ჩაჰქონდა დაბლა,
ვიღაც ელოდა წერილს დაბლავე,
ისევ იქ დამხვდა მსხლის ხეც და დაფნაც,
შემდეგ მამა რომ დავასაფლავეთ.

შემდეგ ჰაერი მეჩვენა ხისტი,
მეზობლის ბიჭი კვიცებს ხედნიდა,
მამიდამ თმებში დამალა ქრისტე,
გადმოგდებული მინარეთიდან

და იგრძნო რამდენ ტკივილს ვითმენდით,
ჩემი და მტრედებს საკენკს უყრიდა,
მე ლექსებს ვწერდი ხოლო რითმები,
ამოდიოდა კვამლად ბუხრიდან.

მერე შენც გნახე მინდორში ტიალ,
მურა მოგვსდევდა კუდის ქიცინით
ზვინში დილამდე ვიკოტრიალეთ
და ცას ესმოდა ჩვენი სიცილი.

რომ გამეღვიძა იდგა ცისმარე,
მზე დაჰყურბდა ქალაქს ზემოდან
და მე მომინდა რომ ეს სიზმარი
წუხელის შენაც დაგსიზმრებოდა...





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1198 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინი, roin abuselidzis poezia, როინ აბუსელიძე, roin abuselidzis shemoqmedeba, rois leqsebi, როის ლექსები, roin abuselidzis leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0