Загрузка...
როინ აბუსელიძე - შენდობას ვითხოვ / roin abuselidze - shendobas vitkhov - 28 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 28 » როინ აბუსელიძე - შენდობას ვითხოვ / roin abuselidze - shendobas vitkhov


0:16 AM
როინ აბუსელიძე - შენდობას ვითხოვ / roin abuselidze - shendobas vitkhov
შენდობას ვითხოვ, ჩემო ღმერთო! ასე სახალხოდ,
რამეთუ ლოცვა დაგაკელი ბოლო წელია,
რამეთუ მინდა ის ცოდვები ახლა გავალღვო,
რომლებსაც ვიცი რომ შენდობა არ უწერიათ.

შენდობას ვითხოვ, საქართველოვ! შენი ამაგი
უსაშველოა, შემოგწირავ მორიგ დითირამბს,
მახსოვს პოეტი ერთ საღამოს როგორ დამარქვი
და ისიც მახსოვს მას შემდეგ რომ ფეხზე გკიდივარ.

შენდობას ვითხოვ, მამაჩემო! სულში შემიძვრა
ცოდვის მახრა და მოვეკიდოთ იქნებ გაგებით,
შენდობას ვითხოვ - იმის გამო იმ დღეს ჩემი ძმა
რომ არა ალბათ შენს საფლავსაც ვერ მოვაგნებდი.

შენდობას ვითხოვ, ჩემო შვილო! სრულდება მარტი,
სრულდება ყველა ტყუილი და გიცქერ იღბლიანს,
შენდობას ვითხოვ, ვინაიდან ლექსების გარდა,
შენთვის არაფერის დატოვება არ შემიძლია.

საკუთარ თავსაც ტაძრისაკენ ისე მივდენი,
თითქოს გზა და გზა ვალაგებდე სულის ჩემოდანს
და გწამდეს ღმერთო არცერთ ცოდვას არ ჩავიდენდი,
შენდობის თხოვნა ასე რთული თუ იქნებოდა!...





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1289 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინი, roin abuselidzis poezia, როინ აბუსელიძე, roin abuselidzis shemoqmedeba, rois leqsebi, როის ლექსები, roin abuselidzis leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0