Загрузка...
როინ აბუსელიძე - ეპისტოლარული წრე. 2013 წლის 13 იანვარი / roin abuselidze - epistolaruli tsre. 2013 tslis 13 ianvari - 28 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 28 » როინ აბუსელიძე - ეპისტოლარული წრე. 2013 წლის 13 იანვარი / roin abuselidze - epistolaruli tsre. 2013 tslis 13 ianvari


10:21 PM
როინ აბუსელიძე - ეპისტოლარული წრე. 2013 წლის 13 იანვარი / roin abuselidze - epistolaruli tsre. 2013 tslis 13 ianvari
სიტყვა... ეს სიტყვა, ეს წერილი მთვარის გარეშე უსუსურია ღამის შუქთან, დილის ბინდთანაც, იცი პოეტი დაიბადა თურმე მთვარეში და ღმერთმა ცაზე ამის შემდეგ გამოიტანა მთვარე... შედეგი სიკვდილია, გადარჩენა კი აღარ არსებობს, (ამოიგდო უნდა თავიდან) გრჩება სხეული - შენი სულის მყუდრო სენაკი, მორჩილიც შენ ხარ, ბერიც შენ ხარ და ვინაიდან მოგიყვე მინდა თუ რა არის ახლა მიზეზი, იმისა - რითიც დასრულდება ეს ერთი ღამე: რადგანაც ჩემში უფრო მეტია პოეზია, ვიდრე ღმერთი, რადგანაც ღმერთში უფრო მეტია ჯვარცმა, ვიდრე ხსნა, რადგანაც ხსნაში უფრო მეტია სარგებელი, ვიდრე მადლი, რადგანაც მადლში უფრო მეტია სიძვა, ვიდრე სიკეთე, რადგანაც სიკეთეში უფრო მეტია ნაკლი, ვიდრე სრულყოფილება, რადგანაც სრულყოფილებაში უფრო მეტია პლანეტა, ვიდრე ოთახი, რადგანაც ოთახში უფრო ნაკლებია სიყვარული, ვიდრე ძილი, რადგანაც ძილში უფრო მეტია უძილობა, ვიდრე სიზმარი, რადგანაც სიზმარში უფრო მეტია კოშმარი, ვიდრე შენ, რადგანაც შენში უფრო მეტია დედა, ვიდრე ცოლი, რადგანაც "რადგანაცში" უფრო მეტია სისულელე, ვიდრე ლექსი, რადგანაც ლექსში უფრო მეტია პროზა ვიდრე პოეზია, რადგანაც პოეზიაში უფრო მეტია ღმერთი, ვიდრე მე აქედან გამომდინარე ის შემიძლია გითხრა რომ - მე თუ აღარ ვწერ, ეს არაფერს არ შეცვლის გარდა იმისა, რომ შენ... შენი მსგავსი სტროფები უკვე არ იწერება და ეს ფიქრი იმდენად მმართავს, ახალ ლექსებსაც რა ხანია ძველ ლექსებს ვუკმევ. მე თუ აღარ ვწერ, ეს იმდენად არაფერს ნიშნავს, რამეთუ პარნასს ვერ ვუპოვე თავი და ბოლო, მრავლად ჩამოვთვლი იმათ ვინაც ბაგაში იშვა, მაგრამ უფალი - ერთი იყო მხოლოდ და მხოლოდ. მე თუ აღარ ვწერ, ეს უბრალოდ არ უნდა იქცეს სალაპარაკოდ, ან ტკივილად მკერდის არეში, იცი ჯობია ჩემი სული ჯვარცმას რომ მივცე, რადგან აღდგომა არ არსებობს ჯვარცმის გარეშე... მე თუ აღარ ვწერ, ეს არაფერს არ შეცვლის, მაგრამ ფიქრებშიც უნდა მოვარღვიოთ ყველა ჯებირი, პოეტი ჩემში დიდი ხნის წინ იყო და გაქრა, პირველი შვილის სულ პირველი ბატონებივით. თუმც უნებურად ისე მოხდა როგორც გეწადა, ანუ წერილით მოგილოცავ მორიგ ახალ წელს, მე შენ მიყვარხარ - დამიჯერე, უფრო მეტადაც ვიდრე უწინ და.. რა აზრი აქვს დღეს თუ აღარ ვწერ?... ღმერთო!.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1237 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0