Загрузка...
როინ აბუსელიძე - ძაღლი (მინიმალისტური ბალადა) / roin abuselidze - dzghli (minimalisturi balada) - 28 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 28 » როინ აბუსელიძე - ძაღლი (მინიმალისტური ბალადა) / roin abuselidze - dzghli (minimalisturi balada)


10:31 PM
როინ აბუსელიძე - ძაღლი (მინიმალისტური ბალადა) / roin abuselidze - dzghli (minimalisturi balada)
ჩვეულებრივი ძაღლი იყო,
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჩვევა ჰქონდა -
როდესაც სახლიდან მოვდიოდით,
გზამდე გამოგაცილებდა,
უკან სირბილით ბრუნდებოდა.

ჩვეულებრივი ძაღლი იყო.
არც მგელს ჰგავდა აღნაგობით,
არც განსაკუთრებული ბეწვი ჰქონდა,
არც ჩემი ავადმყოფობის დროს
შემძვრალა ლოგინქვეშ და თავიდან არ მომშორებია,
არც მამაჩემის საფლავზე დარჩენილა
დასაფლავების შემდეგ და რამოდენიმე დღეში
მკვდარი არ გვინახავს...
არც მისი დაკარგვა გვდომებია ოდესმე,
არც ძალიან შორს წაგვიყვანია სახლიდან,
რომ სადმე დაგვეტოვებინა
და არც მისივე ფეხით მობრუნებულა უკან.

ჩვეულებრივი ძაღლი იყო.
აი ომის დროს კი,
როდესაც გორიდან გამოვიქეცით,
უკან აღარ გამოგვყოლია გზამდე,
კიბის ქვეშ იჯდა და
ცრემლში მთელი ოჯახი ვეტეოდით!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1216 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0