Загрузка...
როინ აბუსელიძე - დასასრული / roin abuselidze - dasasruli - 28 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 28 » როინ აბუსელიძე - დასასრული / roin abuselidze - dasasruli


10:33 PM
როინ აბუსელიძე - დასასრული / roin abuselidze - dasasruli
"უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები"

რეზო გეთიაშვილი
.

მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა,
ესეც საქართველო, შენი სიკვდილი და სიცოცხლე
და ღვთის გულისათვის ნუღარ დამამადლი ორ ჩაფ
ღვინოს, დავთვრები და მინდა არაფერი ვიცოდე

ამ ჩვენს სამშობლოზე, მორჩა მეგობარო, ესეც
სრული აბსურდია, ფერი გადასულა დამღაზე,
გახსოვს, - გიკითხავდი ხშირად აფხაზეთზე ლექსებს,
მაგრამ რა აზრი აქვს ლექსში დაბრუნებულ აფხაზეთს? -

როცა თამაშია, როცა ტყუილია, როცა
ცხოვრობ ქვეყანაში სადაც მძიმე ბედი გარგუნეს,
გახსოვს, მუხლმოყრილი ხშირად ვკითხულობდით ლოცვებს,
დღეს კი ჩვევაა და მხოლოდ ინსტინქტია - ფსალმუნი.

ხედავ სტრიქონებსაც როგორ გაუვიდა ყავლი,
მუხტი, ამბიცია, სისხლი, სიკვდილისფრად შეფერილს,
ვეღარ მოაბრუნებ წარსულს ტიტრებივით ჩავლილს,
აღარც ურდოა და არსად აღარ ჩანან მეფენი

და ღვთის გულისათვის ნუღარ დამამადლი ორ ჩაფ
ღვინოს, დავთვერი და ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცოდით,
მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა,
ესეც საქართველო, მისი სიკვდილით და სიცოცხლით!...





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1466 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: როინ აბუსელიძე, roin abuselidzis poezia, roin abuselidzis leqsebi, როინი, roin abuselidzis shemoqmedeba, როის ლექსები, rois leqsebi, roin abuselidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0