Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - გაზაფხულის საგალობელი / tamaz badzaghua - gazafkhulis sagalobeli - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » თამაზ ბაძაღუა - გაზაფხულის საგალობელი / tamaz badzaghua - gazafkhulis sagalobeli


8:14 PM
თამაზ ბაძაღუა - გაზაფხულის საგალობელი / tamaz badzaghua - gazafkhulis sagalobeli
1.
მწარე ღიმილი გაანგრევს ტუჩებს,
როცა მარტვილის დიდი მინდვრები შედიან გაზაფხულში,
როგორც თეატრში
და შენს ძარღვებში მთვარესავით აენთება წითელი სისხლი.

2.
აქაც უცხო ხარ,
აქაც ცივად ჟღარუნობს ქარი
და ვარსკვლავების ნაჩხვლეტები გაყრია ტანზე
მსუსხავი, როგორც კაქტუსის ტოტი.

3.
შენ დიდხანს ეძებდი გამოქვაბულს,
სადაც შეგეძლო ნადირივით გეცხოვრა,
სადაც ყვითელი ბალახების დღესასწაულში
დაივიწყებდი, რომ არსებობს მკვდარი საღამო,
დაივიწყებდი, რომ არსებობს მკვდარი თვალები.

4.
ეს მტვერი მიცვალებულთა სულივით შრიალებს ოთახში,
გარეთ კი გაზაფხული ყვირის,
მაგრამ არსად გაქვს წასასვლელი,
არსად ანთია მოწყალე შუქი,
არსად დატოვეს ღია კარები.

5.
სანამ ცოხნი ამ მოგონილ ბედნიერებას,
თვინიერი ცხოველივით, სანამ უმზერ
ამ უსიცოცხლო დეკორაციას

6.
შენს ყრუ კედლებზე მარტოობა ამოუტვიფრავთ
როგორც საგვარეულო ღერბი.

7.
გაზაფხული კი შეშინებული ბავშვივით ყვირის
და განწარებით შემორბის სახლში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1206 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tamaz badzaghuas leqsebi, tamaz badzguas leqsebi, tamaz badzaghuas poezia, თამაზ ბაძაღუას პოეზია, tamaz badzaguas poezia, თამაზ ბაძაღუას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0