Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - ჩვილივით სათნო და უდარდელი / tamaz badzaghua - chvilivit satno da udardeli - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » თამაზ ბაძაღუა - ჩვილივით სათნო და უდარდელი / tamaz badzaghua - chvilivit satno da udardeli


8:17 PM
თამაზ ბაძაღუა - ჩვილივით სათნო და უდარდელი / tamaz badzaghua - chvilivit satno da udardeli
ჩვილივით სათნო და უდარდელი,
ჩვილივით სუსტი დღეს მერამდენედ,
გამოაშუქებს ლანდი ნათელი,
ლანდი, რომელიც ვეღარ განვდევნე.
და უცნაური სურვილის შიშით
ანთია ბნელში ცხელი ფაფარი _
ლანდი, რომელიც იზრდება ძილში
და ხელებს მტკივან თვალზე მაფარებს.
მე ჩვეულებრივ ვინატრებ წვიმას,
მე ჩვეულებრივ დავხუჭავ თვალებს,
როგორც წყვდიადში დაჭრილის გვრინი
და წითელ სისხლში მოსვრილი მთვარე.
წაიღებს უცნობ სევდას და ფერებს,
და გაშმაგებულ ვნებად ქცეული,
უერთმანეთოდ ვიტირებთ მერე,
ლანდი და ლანდის ცივი სხეული.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1167 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tamaz badzaghuas leqsebi, tamaz badzguas leqsebi, tamaz badzaghuas poezia, თამაზ ბაძაღუას პოეზია, tamaz badzaguas poezia, თამაზ ბაძაღუას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0