Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - რას დაიტოვებ ჩემგან... / tamaz badzaghua - ras daitoveb chemgan... - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » თამაზ ბაძაღუა - რას დაიტოვებ ჩემგან... / tamaz badzaghua - ras daitoveb chemgan...


8:18 PM
თამაზ ბაძაღუა - რას დაიტოვებ ჩემგან... / tamaz badzaghua - ras daitoveb chemgan...
რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო,
წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან,
მე კიდევ ერთი დიდი დღე მინდა,
შუაღამისას მოსულ თემიდას
ჩემი სიმშვიდე რომ დავანახო.
რა უსიზმრებო სიზმრებში ვხრჩოლავ,
ჩემივე კვამლი ნესტოებს მიწვავს
რა მინერალებს აღაგზნებ, მიწავ,
ჩემგან, სხეულის ჟანგო და ძრწოლავ,
თქვი, რას გპირდება წყვდიადში წოლა.
რადგან სიკვდილი დამთავრდა... იმის
ბოლოდან უკვე იწყება ღმერთი,
შენ დაიტოვებ ჩემს ბოლო ღიმილს,
რომელიც მალე გახდება შენთვის _
შუქი ან სისხლი, ჯვარი ან ქიმი.
თქვი, სანამ ერთი დიდი დღე დარჩა,
სანამ შენს თვალში სამყარო ტირის,
სანამ ჩაჰყურებ წმინდა ქარაფებს,
შენი ფხვიერი და ცივი პირით
სანამ ბალახი ილაპარაკებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1132 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tamaz badzaghuas leqsebi, tamaz badzguas leqsebi, tamaz badzaghuas poezia, თამაზ ბაძაღუას პოეზია, tamaz badzaguas poezia, თამაზ ბაძაღუას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0