Загрузка...
თამაზ ბაძაღუა - მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე ... / tamaz badzaghua - me chamovedi ukanasknel gacherebaze ... - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » თამაზ ბაძაღუა - მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე ... / tamaz badzaghua - me chamovedi ukanasknel gacherebaze ...


8:19 PM
თამაზ ბაძაღუა - მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე ... / tamaz badzaghua - me chamovedi ukanasknel gacherebaze ...
მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,
სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,
სადაც არავინ არ დამეძებდა.
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი.

ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში
გამოვიპარე ხელებიდან,
თმები ვერცხლის ქარს შევატოვე.

მე მივდიოდი
დაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით,
როგორც შურისმაძიებელი.

იღვრებოდა წყალი მინდორში,
ეცემოდა შუქი მდინარეს,
რომლის სახელი აღარავის აღარ ახსოვდა
და იმ მდინარის ნაპრალებში
ტუჩები და სახე ჩავქოლე.
სანამ მდინარე რამეს მეტყოდა
მე დავასწარი:
გმადლობ, ჩემო მოთმინებავ, რომ მიღალატე!
ვისი ხმა ისმის მინდვრის ბოლოდან!
მგზავრო, შენ გეძებს ეს მინდორი, დაუსრულებლად

რომ იმეორებს ბალახებს და წითელ ყვავილებს,
შენ გეძახის დასამშვიდებლად...
უკანასკნელ გაჩერებაზე
ჩადიან მხოლოდ მთვრალები და მინდვრის მსურველნი.
ხის ბოლოდან კი ცა იწყება.
ხოლო ცის გულში
წმინდა გუმბათი
ჩემს ცოდვიან მიწას აშინებს!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1207 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tamaz badzaghuas leqsebi, tamaz badzguas leqsebi, tamaz badzaghuas poezia, თამაზ ბაძაღუას პოეზია, tamaz badzaguas poezia, თამაზ ბაძაღუას ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0