Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - მთვარე - მიჯაჭვული ანდრომედა / guram lacabidze - mtvare - mijachvuli andromeda - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » გურამ ლაცაბიძე - მთვარე - მიჯაჭვული ანდრომედა / guram lacabidze - mtvare - mijachvuli andromeda


8:51 PM
გურამ ლაცაბიძე - მთვარე - მიჯაჭვული ანდრომედა / guram lacabidze - mtvare - mijachvuli andromeda
მთვარე – მიჯაჭვული ანდრომედა
და ღამის უღმერთო მისტერია.
წვიმებიც რაღაცას დარდობენ და
წვიმებიც რაღაცას მისტირიან.
ვაჰ, დღეთა ანაზდად დაცილება,
განაზდა, განელდა მხურვალება.
ხეები აგვისტოს აცილებენ
და ტანზე სიყვითლეს იხურებენ.
გაქრა ძველებური გახელება,
მთები მყინვარებში იძინებენ,
გადავიწყებული სახელები
ძველი გემებივით იძირება.
(ფიქრთა უეცარი მდუღარება.)
რაღაც სავალალოს და ეჭვიან,
ყოვლად უფერმკრთალეს მწუხარებას,
გული დაჯერდა და დაეჩვია.
აღარც მიჯაჭვული ანდრომედა
და არც შუაღამის მისტერია
აღარც ის წვიმები დარდობენ და
აღარც უშენობას მისტირიან.

გურამ ლაცაბიძე - მეცამეტე თვის პოეტები
guram latsabidze - mecamete tvis poetebi





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1448 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: guram lacabidze, mecamete tvis poetebi, გურამ ლაცაბიძე, g. lacabidze, მეცამეტე თვის პოეტები, me13 tvis poetebi, metsamete tvis poetebi, გ. ლაცაბიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0