Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - მიყავდა ცოლად / guram lacabidze - mikavda colad - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » გურამ ლაცაბიძე - მიყავდა ცოლად / guram lacabidze - mikavda colad


8:59 PM
გურამ ლაცაბიძე - მიყავდა ცოლად / guram lacabidze - mikavda colad
ეხატა ზეცას რძისფერი რკალი,
რეკდნენ ზარები, კიოდა მოლა
და მაჰმადიანს ქართველი ქალი,
ცოლად მიყავდა,
მიყავდა ცოლად...
დააწვა მწუხრი შამქორს და დიდგორს.
უცოდველს ხელში შერჩა ტალახი.
და იმ დღეს ერთად დადუმდნენ თითქოს,
ჩვენი ღმერთი და მათი ალლაჰი.
შექონდა ამინდს თავისი წვლილი:
წვეთავდა წვიმა როგორც გუაში.
შეჩერდა რაღაც მომენტში წყვილი,
მეჩეთისა და ტაძრის შუაში.
განგება, ზოგჯერ უაზროდ მკაცრი,
გაძლევს საბაბს და მიზეზებს სამტროს.
საქართველოში, ქართველი კაცი,
ხელებშეკრული გლოვობდა სატრფოს.
ჩვენკენ მზე იყო ცივი და მიმქრალ-
-სხივებს შთანთქავდნენ ხარბად ხეები.
ელოდებოდა შორეთში იმ ქალს,
ოქროს ქვიშა და სასახლეები.
წავიდა... პირველ ჭიკჭიკზე მერცხლის,
მაგრამ უსულო, თითქმის ფიტული
და ოცდაათი დატოვა ვერცხლი,
ქართულ მიწაზე მიმოფანტული.
ეხატა ზეცას რძისფერი რკალი,
რეკდნენ ზარები, კიოდა მოლა
და მაჰმადიანს ქართველი ქალი,
ცოლად მიყავდა,
მიყავდა ცოლად...

გურამ ლაცაბიძე - მეცამეტე თვის პოეტები
guram latsabidze - mecamete tvis poetebi





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1488 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: guram lacabidze, mecamete tvis poetebi, გურამ ლაცაბიძე, g. lacabidze, მეცამეტე თვის პოეტები, metsamete tvis poetebi, me13 tvis poetebi, გ. ლაცაბიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0