ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 6:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ზურაბ რთველიაშვილი - სახიფათო რეპუტაცია / zurab rtveliashvili - sakhifato reputacia


უნდა შეიტყონ, როგორ ვჭრიდით დილის სანოვაგს,
სურთ შეამოწმონ სხვის გემოზე ჩვენი სადილი,
როცა ზომავენ უცხო სიბრტყეს ავტომატები,
რომ ფოლადისგან დაიცალოს მათი წადილი.

როცა იმრავლა, საუცხოომ სძლია სურვილმა,
ცხელ მისამართზე გაეგზავნა გრძელი წერილი -
თუ მობეზრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 869 / თარიღი: 2018-02-02 / 7:16 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - სიყვარულის დაზგა / zurab rtveliashvili - siyvarulis dazga


(ღამე დაწერილი ლექსი)

მე შემიძლია ყველგან გნახო -
ჩემთან იომე!
ვამრავლებ სტროფებს გატაცებით
და უკანონოდ
ამ ხორხით ვხერხავ ნამსხვრევ-ნამსხვრევ
საშიშ სტრიქონებს,
რომ ჩემ დაზგაზე გადაჭრილი
ხმა გაგაგონო -
ნადარბაზევი შემომაკვდა ტაში ზე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 815 / თარიღი: 2018-02-02 / 7:11 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - ტატჰაგატა / zurab rtveliashvili - tathagata


(ჩემს მეგობრებს, ტყე-პარკებს და ტბებს)

ის ისევ მოვა, ისევ მეტყვის ,,დაწერე ლექსი\" ,
მას ჰქვია ბუდა, ის სიგარეტს ეწევა მშვიდად,
წავიდეთ ერთად, ტბის ნაპირებს ვაჩვენოთ პირი,
წავიდეთ სწრაფად ქალაქიდან ვისაც ეს უნდა.

ნახეთ ის ხალხი, რომ მოძრაობს იდუმალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 822 / თარიღი: 2018-02-02 / 7:09 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - ჩქამი / zurab rtveliashvili - chqami


ოქროს ქარია სიჩუმეში
ოქროს ქარია,
ვამბობ ამ სახლში მიხარია
მქონდეს სურვილი -
არ ვეთამაშო ოქროს წყალში
მინარევ ქროლვას,
მქონდეს სურვილი ვაქციო ოქროდ
ქარი და წყალი,
ვაქსოვდე ოქროს სიმსუბუქით
უკვალო გზებზე,
ხშირ და გაუვალ ოქროს გზებზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 826 / თარიღი: 2018-02-02 / 7:08 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - წმ. მარგარეტ / zurab rtveliashvili - tscm. margaret


შენ ვნებიანი ხარ ჩემი დედა, წმ. მარგარეტ!
შენ გიყვარს ჩემი თვალის ჭრილი და სიტყვის ზომა,
მშობლის ალერსით უწმინდესი სექსს მიქადაგებ
და ზაფხულივით დანებდები ხვალ შემოდგომას.

რა არის შენი თვითმიზანი ან უმიზნობა?
ვისთვის მსახურებ, თეთრი მკერდის რწევით დასველდი, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 829 / თარიღი: 2018-02-02 / 7:07 PM / პარასკევი

ზურაბ რთველიაშვილი - 2001-ე ჰიმნი საწოლს (ქვემოდან) / zurab rtveliashvili - 2001-e himni satsols (qvemot)


დაარტყი,
ქვემოდან!
ქვემოდან!
ქვემოდან!
ოქროს ტახტს,
სავარძლებს ლომებით;
დაარტყი, დაარტყი,
ოქროს ჩაქუჩები
ზემოდან დაშვებულ ლოგინებს,
საწოლი დიდია, დიდია ცდუნება,
ეს ფართე ზეწარი სუყველას ეყოფა,
დაარტყი! დაარტყი! ამინდებს წვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 798 / თარიღი: 2018-02-02 / 7:04 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - ლექსი ეძღვნება კ-ს, ჩ-საგან / cesare pavese - leqsi edzghvneba k-s, ch-sagan


შენი ღიმილი -
მკრთალი ბზარი
გაყინულ თოვლზე
მარტის ქარი,
მოცეკვავე ტოტები
თოვლში;
შენი ჩუმი ხმა,
თეთრფეხება შვლის
გაელვება.
მინდა, მივდიო ნავარდს
შენი სწრაფი დღეების,
შენი გზების
ნატიფ მაქმანებს.
მომავალი გაყინ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 838 / თარიღი: 2018-02-02 / 6:58 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - დილაობით მაინც ბრუნდები / cesare pavese - dilaobit mainc brundebi


დილაობით მაინც ბრუნდები
ცისკრის ალმური
შენი პირით
იწყებს სუნთქვას
ცარიელი ქუჩის ბოლოში.

რუხი შუქი -
შენი თვალები,
განთიადის თბილი შხეფები
მუქ გორაკებზე.
შენი ფეხის ხმა,
შენი სუნთქვა – დილის სიო -
აავსებს სახლებს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 804 / თარიღი: 2018-02-02 / 6:57 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - * * */ cesare pavese - * * *


სისხლი, სუნთქვა
შენი სხეულის.
ეგ თმა, ეგ მზერა.
მიწა, ხეები,
მარტის ცა, შუქი -
რაც ფეთქავს, შენ გგავს.
შენი სიცილი, შენი ნაბიჯი -
შეტოკებული წყლის ზედაპირი.
ნაოჭი შუბლზე -
როგორც ცაზე ღრუბელი.
შენი ტანი -
მზის ნიაღვარი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 867 / თარიღი: 2018-02-02 / 6:56 PM / პარასკევი

ჩეზარე პავეზე - მოვა სიკვდილი შენი თვალებით / cesare pavese - mova sikvdili sheni tvalebit


მოვა სიკვდილი შენი თვალებით
მოვა სიკვდილი, დაქანცული,
უძილო მზერას შემომაფეთებს შენი თვალებით
ყრუ, როგორც ძველი სინანულის
მუნჯი აჩრდილი
აბეზარი და აუხსნელი,
ვით მავნე ჩვევა.

მოვა სიკვდილი,
ფუჭი სიტყვებით,
ჩუმი კივილით,
შენი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1008 / თარიღი: 2018-02-02 / 6:54 PM / პარასკევი

« 1 2 ... 19 20 21 22 23 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0