შენ, მარტის ქარო სიცოცხლეც შენ ხარ და სიკვდილიც. მარტში მოსული, გრილი მიწის ჟრუანტელს მოყოლილი. გაზაფხულის სუნთქვავ, - ღიღილოვ, ღრუბლის ქულავ - შენმა სიმსუბუქე მიწა შეარყია. შენმა ნიავივით ნაბიჯებმა ჭრილობა გამიხსნა, ... კითხვის გაგრძელება »
კრიალა ცა, ფიჭვები და ბილიკები ქვიან გორაკზე. ქუჩის ხმაური ვერ შეამღვრევს კამკამა ჰაერს. შადრევნებთან აფეთქებული ყვავილები – ჭრელი შხეფები, მხიარული გოგოებივით თვალფახულები. მზეში მღერიან კიბეები, აივნები და ბეღურები. იმ ქუ
... კითხვის გაგრძელება »
დღეები გადის, ჩახჩახა და უკაცრიელი. როგორც ოდესღაც შენი თვალები. მდორე დილა მორევს ჰგავდა უძრავი შუქის და შენსავით დუმდა. სამყარო კამკამებდა შენს თვალწინ, როგორც დილით ზღვის წყალი (არც სიბრალული, არც ვნება ან ეჭვი).
... კითხვის გაგრძელება »
კიდევ იწვიმებს შენი ქუჩის ქვაფენილებზე კიდევ მოვა ის ჟუჟუნა, მსუბუქი წვიმა, უწონო, ჩუმი, როგორც სუნთქვა, როგორც შენი ნაბიჯი. დილის სიო თრთის, როგორც მიწა შენს ფეხქვეშ, როცა ბრუნდები. ამ თრთოლვას მხოლოდ ყვავილები და ფანჯრის რაფებზე
... კითხვის გაგრძელება »
იდეალურ მკვლელობას მიზეზი არ აქვს, თქვა მან, იდეალურ მკვლელობას იდეალური ობიექტი სჭირდება მხოლოდ, როგორც ოსვენციმში. კრემატორიუმს კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რაც მერე იყო, სამუშაო დღეების შემდეგ. გაირინდა, ლუდის ქაფს დააშტერდა, მოსვა.
ენა ამბობს: ენის წინ დგას ენა. ენაა აი, იქ ლაქად დარჩენილი ნაკვალევი. ენა ამბობს: ახლა ისმინეთ. ისმენ: და ისმის ექო. აჰა, სიჩუმე და ეცადე, დადუმდე. აჰა, სიტყვები და ეცადე ილაპარაკო, ენის გარეშე ენა ჭრილობაა, საიდანაც სიტყვების დენას ვერ შეაჩერე
... კითხვის გაგრძელება »
საჩუქარი ალეპოსათვის შვილს, რომელიც მელოდება, როდის გავაჩენ დაზაფრული მიყურებ სარკეში. ჩემი კაბა სისხლითაა დათხვრილი, მაგრამ ეს ჩემი სისხლი არაა, ამ სისხლს ყვავილების სუნი აქვს თავბრუს მახვევს და ხელს მიშლის, უფრო ცხადად გაგარჩიო, დაგინახო თავფ
... კითხვის გაგრძელება »