ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 9:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნინია სადღობელაშვილი - ზღაპარი ფანჯრიდან დანახულ ხეებზე / ninia sadghobelashvili - zghapari fanjridan danakhul kheebze


ჩემო შვილო,
კარგად მოკალათდი მაგ სკაფანდრში,
ზღაპარი უნდა გიამბო
ფანჯრიდან დანახულ ხეებზე.
შენ საიდან უნდა იცოდე,
იყო ეგეთი ფანჯრები,
საიდანაც ხეები ჩანდა,
და იყო ხეებიც,
რომლებიც გვიგზავნიდნენ
პირველ შეტყობინებებს
ამინდის, ღრუბლე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 806 / თარიღი: 2018-02-02 / 5:39 PM / პარასკევი

ნინია სადღობელაშვილი - დაბერდა დედაჩემი / ninia sadghobelashvili - daberda dedachemi


დაბერდა დედაჩემი,
ტკბილს ეტანება და
ჩვენ აღარაფერს გვიტოვებს.
გაიპარება სამზარეულოში,
ჩვენთვისვე შემალულ
ოდესღაცინდელ სასუსნავებს გამოაძვრენს,
მიიყუჟება ფარდასთან ან
ფარდის უკან
(რომ უფრო მეტად გაამძაფროს
მალულობის მაცდური განცდა),
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 765 / თარიღი: 2018-02-02 / 5:14 PM / პარასკევი

ია ჯინჭარაძე - * * * / ia jincharadze - * * *


როცა სიმღერა უბრალოა და არ უმღერის
დიდ გამარჯვებებს,
ქალაქებში ზეიმით შესვლას,
როცა სიმღერა უბრალოა და არ უმღერის
გზებს ხმაურიანს
და ამ გზებზე მოსიარულე
მგზავრებს, სიმღერა უბრალოა – ჰაერი, ცეცხლი
და გეშინია ნაცრად ქცევის, ცაზე დაცემის
და შენი მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 956 / თარიღი: 2018-02-02 / 5:03 PM / პარასკევი

ია ჯინჭარაძე - ალეპო / ia jincharadze - alupi


ხმებით სავსე ჩემს ქალაქში,
ზოგჯერ ცისკენაც ვიხედები.
ცივი და ბასრი ხმა მუეძინის
ჰაერს ორად კვეთს…
ნურაფერს მეტყვით სიკეთეზე,
ნიჟარები ვართ -
ზღვის ხმა დამშრალი,
თუ კეთროვნები.
მხოლოდ ქარი, ერთადერთი,
სახეს არ მალავს
და ყველაფერს ყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 827 / თარიღი: 2018-02-02 / 5:01 PM / პარასკევი

ია ჯინჭარაძე - დაბრუნება / ia jincharadze - dabruneba


ცა, დასერილი თოლიებით…
ვათვალიერებ -
მოხუც მებადურს, ზღვით გამომშრალს,
ვერ მოატყუებ,
ოქროს თევზი ცრუ არის, იცის.
ვიღაცას ეძებს მისი მზერა გაორებული,
მშვიდად იცილებს
გრძნობებს, შეგრძნებებს, მოგონებებს
და იმეორებს:
ცივია წყალი და მძიმეა ჩე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 787 / თარიღი: 2018-02-02 / 5:00 PM / პარასკევი

ია ჯინჭარაძე - * * * (თემურ ჩხეტიანს) / ia jincharadze - * * * (temur chkhetians)


* * *

თემურ ჩხეტიანს

.

უწინ მეგონა,
წიგნიდან გადმოსული მახარებლები
ისეთი მაღლები იყვნენ,
ქააბას ქვასავით
ყოველი მხრიდან
შეიძლებოდა მათი დანახვა.
და არა ასე -
შენიღბული სინათლე.
სიტყვებს რომ ახარებს ყვავილე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 838 / თარიღი: 2018-02-02 / 4:58 PM / პარასკევი

თამუნა ნერგაძე - წითელი / tamuna nergadze - tsiteli


მე ვარ წითელი,
ვარ საყვირი,
და მე ვარ დროშა,
მაფრიალებდნენ სისხლისმსმელი იმპერიები,
ავად ვჩუხჩუხებ თქვენს ძარღვებში
გისერავთ სხეულს,
თეთრის და შავის წალეკვა ძალმიძს, თუ ავწივლდები.

მე ვარ წითელი,
მე ვარ დროშა,
და მე ვარ წარღვნა, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 764 / თარიღი: 2018-02-02 / 4:53 PM / პარასკევი

ნუციკო დეკანოზიშვილი - მრეცხავი / nuciko dekanozishvili - mreckhavi


ერთი ადგილია ჩემ ქალაქში,
მანქანებს რეცხავს ერთი კაცი – თავის ეზოში.
ღობეზე აბრაა გამოკრული: “კარგად არ ვიცი”.
ყოველთვის უამრავი მანქანაა რიგში.
დაკერხერება 1 ლარი ღირს, ქაფით დაკერხერება – 2 ლარი და

შიგნით თუ მტვერსასრუტიც მოატარა – 3 ლარი.
ერთი სული ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 802 / თარიღი: 2018-02-02 / 4:49 PM / პარასკევი

ნუციკო დეკანოზიშვილი - მამაჩემის ხანდაზმული მეგობრები / nuciko dekanozishvili - mamachemis khandazmuli megobrebi


ამას წინათ, ერთი მათგანი შემხვდა -
თეთრი, დიდი წვერი გაზრდოდა,
საათვალეებიდან ძლივს მოუჩადა ჭროღა თვალები,
იდგა ხანდაზმული,
გაზაფხულის შხაპუნა წვიმას დიდი ხის ქვეშ ემალებოდა.
მეორეც ხანდაზმული მოდიოდა -
მოხრილი, თვალებდახრილი,
მიწის გარდა ვერაფერს ხედ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 867 / თარიღი: 2018-02-02 / 4:46 PM / პარასკევი

ნუციკო დეკანოზიშვილი - * * * / nuciko dekanozishvili - * * *


თუ მინდა,
შეუჩერებლად მიყვარდე,
შენ ხანდახან უნდა იყო შორს და თვალახვეული,
შენ სულ უნდა იყო შორს და უმოქმედო,
შენ სულ უნდა იყო..
არ დაგინახოს ჩემმა თვალებმაც!
რადგან მე უნდა ვუყურებდე
ჩემს გაუსაძლის სიყვარულს,
რომელიც ფეხშველა ბავშვივით
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 879 / თარიღი: 2018-02-02 / 4:43 PM / პარასკევი

« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0