Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - შენ დაბერდები / amiran janjghava - shen daberdebi - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » ამირან ჯანჯღავა - შენ დაბერდები / amiran janjghava - shen daberdebi


8:26 PM
ამირან ჯანჯღავა - შენ დაბერდები / amiran janjghava - shen daberdebi
შენ დაბერდები და იქნები უფრო ლამაზი
მეც დავბერდები,ვერ ვიქნები მერე საშენო
მაგრამ გახსოვდეს დაინგრევა,როგორც არმაზი
გრძნობა,რომელიც შენ ასე გსურს სხვებში აშენო

შენ გათხოვდები და ჩვევიათ,როგორც ოჯახებს
ყოველ დღე ასე, დაგიშორებთ მანძილს მუცელი
მე კი, კიბის ქვეშ შემორჩენილ,ბოლო მოჰაჯედს
სახე მექნება, ძველებურად დარდით, უცვლელი

სახე,რომელშიც ზღვას ხედავდი ჩემო გოგონა
ზღვას უნაპიროს და ოცნებით სავსე გონდოლებს
დამივიწყებდი ლოცვასავით,როგორ მეგონა
ან დამარქმევდი გიჟ პოეტს და ღარიბ მედოლეს

მაგრამ, გახსოვდეს ჩვენ საერთო, მუდამ გვექნება
თუნდაც ეს იყოს ,,თხოვარი,, ან ბგერა საწყისი
და თუ ოდესმე მიატოვეს ეს ხეც მერქნებმა
ხე, კი არა და მერქანია, უფრო საწყალი

შენ დაბერდები და იქნები მართლაც ლამაზი
მე კი, ოცნების დამარქმევენ, შავ-თეთრ მათხოვარს
მაგრამ, გახსოვდეს დაინგრევა, მაინც არმაზი
და გიწოდებენ, მეორეჯერ შენ განათხოვარს

ამირან ჯანჯღავა - მეცამეტე თვის პოეტები
amiran janjghava - mecamete tvis poetebi





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1357 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, amiran janjgava, amiran janjghava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0