Загрузка...
ამირან ჯანჯღავა - გემატომა / amiran janjghava - gematoma - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » ამირან ჯანჯღავა - გემატომა / amiran janjghava - gematoma


8:30 PM
ამირან ჯანჯღავა - გემატომა / amiran janjghava - gematoma
გულის სარქველზეც კი, ყველა გემატომა
ვფიქრობ, პოეზიის არის სუროგატი
თითქოს, სხვისია და მაინც გემატება
თითქოს, კოლოფში გაქვს ბოლო სიგარეტი
დგები,ღამეა და წვიმის ტრიუმფალურ
თაღის ძიებაში, ხდები ნერვიული.
ტირის ტრილოგიას თითქოს ტირიფები
შენ კი, არ ნებდები იმ გზებს, ვერ მიუვალ
მთას, რომ გაგონებს და უფრო გეწერება
ასე განწირული,როგორც ბაირონი.
ყივის მამალი და თითქოს, გარეწარი
ბედის არსებობაც, უფრო ბურანია.
უკვე, თენდება და ცა კი, მეწამული
მოჰგავს, ყველა იმ გზას, შენთვის ვერ მიუვალს.
ბოლო ყივილიც და ისევ ეწამები
როგორც ბაირონი.ხდები ნერვიული
მაგრამ გახსენდება,რომ ხარ სუროგატი
ყველა სტრიქონის და ძალაც გემატება,
იქვე კოლოფშია, ბოლო სიგარეტი,
იქვე სარქველებზე, ჩნდება გემატომა.

ამირან ჯანჯღავა - მეცამეტე თვის პოეტები
amiran janjghava - mecamete tvis poetebi





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1745 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, შემოქმედება, პოეზია, ლექსები, leqsebi, amiran janjgava, amiran janjghava, ამირან ჯანჯღავა, მეცამეტე თვის პოეტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0