ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 2:21 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გიორგი საჯაია - ქუჩის მუსიკოსი / giorgi sajaia - quchis musikosi


მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1343 / თარიღი: 2014-09-19 / 9:49 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - შემოდგომის ინსომნია / giorgi sajaia - shemodgomis insomnia


აღარაფერი აღარ დარჩა ძველი განძიდან,
დუმილის ოქროც განიავდა და სიტყვის ვერცხლიც.
ღამის პეპელა სტრიქონებით ვაპურებ მერცხლებს,
სიცარიელით ჩემი სული როგორ დამძიმდა.
რადგან რაც იყო გასაზიდი, ჟამმა გაზიდა
და ახლა დროის უზარმაზარ საცერში გაცრილს,
სექტემბრის ქარი ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1202 / თარიღი: 2014-09-19 / 9:31 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ჩემო იარალი / giorgi sajaia - chemo iarali


ვერაფერ ახალს ვერ გთავაზობ. არათუ
ახალს, ძველიც კი არაფერი არ დამრჩა
სათქმელი. ჩუმად მივუყვები ნარატივს,
სადაც ვიცხოვრეთ, გვიყვარდა და გადავრჩით

ამდენად, სიკვდილს, სასწაულით, რამდენჯერ?!
სოფლით, ორღობით, ლილოჭრილით... გამაშით,
ჩაფხუტით, ჩექმით, იარაღით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1579 / თარიღი: 2014-09-19 / 9:30 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - ცენტრიფუგა / giorgi sajaia - centrifuga


შენ, ერთი უბრალო ბროშურა
ხარ, ცხოვრობ წიგნების თაროზე,
რომელიც ეკუთვნის მისტერ იქსს,
რომელიც, თავის მხრივ, ასევე,
ეკუთვნის სადაფის ამბუშურს,
რომელსაც უმზეო ტაროსში
აბოლებს, კითხულობს პასტერნაკს,
დროდადრო - ბობროვს ან ასეევს.

დროდადრო ყველ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1191 / თარიღი: 2014-09-19 / 9:29 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - წერილი ბოთლში / giorgi sajaia - tserili botlshi


გამოუვალი წვიმებია. ასეთ დღეებში
მთაში მივდივარ, სადაც ტყეა, ტყეში ქოხია,
ქათმის ფეხებზე შემომდგარი; ქოხში სხვენია,
სხვენში სკივრია დამალული, სკივრში - კურდღელი,
კურდღელში - იხვი, იხვში - კვერცხი და კვერცხში - ნემსი,
რომლითაც ასეთ ძნელ ამბებში ტუჩებს ვიკერავ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1384 / თარიღი: 2014-09-19 / 9:28 PM / პარასკევი

გიორგი საჯაია - წვიმს / giorgi sajaia - tsvims


წვიმს. ზეცას მკერდი მთვარის ქიმზე გაუსერია,
სადღაც ისროლეს! - თუ არ ვცდები, მაუზერია.

წვიმს. ნაცნობ ქუჩით ღამის აჩრდილს ფეხდაფეხ მივსდევ,
სადღაც მოთქვამენ... (შეეწიე, უფალო ქრისტევ).

წვიმს. ბედმა ისევ უდარობას არ ამარიდა.
სადღაც სიკვდილი იზმანება ცივ სა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1191 / თარიღი: 2014-09-19 / 9:27 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ზეცის სიმძიმე / lipo liparteliani - zevis simdzime


დადიან წყვილები,დახრილი თავებით,
თითქოს ცის სიმძიმე ბეჭებზე აწვებათ,
ტალღებზე ბორგავენ დაბმული ნავები,
მთვარესაც სველი აქვს წილეთი ღაწვები,

წყვილები დადიან,მე გულში ვიცინი,
ჩვენს შორის ზღვები და ათასი ქარია,
ღამეებს ვათენებ, დილასღა ვიძინებ,
მუშ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1128 / თარიღი: 2014-09-19 / 9:04 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - გერქვას ქართველი / lipo liparteliani - gerqvas qartveli


გერქვას ქართველი–ეს ნიშნავს რომ გერქვას გენია,
ზურგით ატარო სიკვდილამდე მძიმე ჭაპანი,
შენ, გასაჭირში არასოდეს არ გიშველიან,
და შენთვის ყველა გამძლე ტოტზე თოკებს აბამენ...

გერქვას ქართველი–იგივეა გერქვას წყეული,
დაბადებიდან ყველაფერთან უნდა იბრძოლო,
გალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1180 / თარიღი: 2014-09-19 / 9:03 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ტვირთი-მეხსიერება / lipo liparteliani - tvirti-mekhsiereba


მახსოვს კაცების სილუეტი ნეკერჩხლებს შორის,
თბილი ქალაქის გამყინავი,ცუდი აურა,
ეს ადგილია,სადაც სიბრძნეს–სიგიჟე სწონის,
ამ ხეივნებში ტვინდამჯდარი კაციც აურევს,

და ასე ,ერთად აურია,ერთ დროს სუყველამ,
ისე,უბრალოდ,“ომობანას „ თამაში სურდათ.
ჯაჭვის პერანგი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1065 / თარიღი: 2014-09-19 / 9:03 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - შენ / lipo liparteliani - shen


იცოდე პატარავ,შენ,ჩემი თვალების კაშკაშა სხივი ხარ
წარსული დღეები ძალაგამოცლილი,ჩავლილი შტორმია,
სანამ შენ გიყურებ,სიკვდილი ვერაფერს,ვერაფერს ვერ მიზამს,
ბოლო სტრიქონები ძალიან,ძალიან ძალიან შორია...
ღრუბლები მიდიან და ცაზე სილურჯე თანდათან მატულობს,
შენი არსებობა ჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1022 / თარიღი: 2014-09-19 / 9:02 PM / პარასკევი

« 1 2 ... 271 272 273 274 275 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0