ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 0:36 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ლიპო ლიპარტელიანი - წუმპე / lipo liparteliani - tsumpe


ქუჩები,ხალხი,გემოვნება ხარისხით მინუს,
თვალები-მღვრიე,უსინათლო,მკვლელი თვალები,
ჩუმი ღამეა,ოდნავ ბნელა,ბნელა და ყინავს,
ღამე, რომელშიც შავი კათაც ვერ იმალება
იმშვიდებს ნერვებს,სავსე მთვარეც გახუნდა,გაქრა,
თითქოს არც ცაა,თითქოს ზევით არაფერია,
პალმის ხეები ჰგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1097 / თარიღი: 2014-09-19 / 9:01 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - მორიგი ალიონი სანაპიროზე / lipo liparteliani - morigi alioni sanapiroze


დუმილი მოაქვთ სივრციდან ტალღებს,
ჰაერში ბორგავს სიცარიელე,
ცა ღრუბლით დახშულ დარაბებს აღებს,
სულ ცოტა ხანში უნდა იელვოს...

მე ამ დროს ვზივარ ხავსიან ქვაზ,
ქვაზე,რომელიც კუნძულს წააგავს ,
ჰორიზონტზე კი ციმციმა ხაზებს
უნდათ,რომ ღამე ქსელში გააბან, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1069 / თარიღი: 2014-09-19 / 9:01 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ალიონია / lipo liparteliani - alionia


ცა იცვლის ფერებს,გაბზარა სარკე,
ცის შავი სარკე გაბზარა სხივმა,
ჰაერში უცხო საკმეველს აკმევს,
სანამ მიწამდე მოაღწევს წვიმა,

დამტვერილ ქუჩებს,უხალხო ქუჩებს,
ღამენათევი ლოთივით სერავს,
(ამ პლანეტაზე სუყველას უჭირს,
მოკვდა ფორტუნაც და ბედისწერაც...) ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1064 / თარიღი: 2014-09-19 / 9:00 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - წარსულის ერთი კადრი / lipo liparteliani - tsarsulis erti kadri


გზაარეული ჩემს ფიქრებში დავეხეტები,
აღმოვაჩინე,ერთი კადრი ამ დიდ კრებულში,
კადრი, რომელიც წასაშლელად არ მემეტება,
ჩემი ბავშვობა,რომლის ფასსაც ახლა ვგებულობ,

ბავშვობა,როცა გალაქტიკაც ჩემი მეგონა,
როცა ბეჭებზე წანაზარდებს აშკარად ვგრძნობდი,
იმდენს ვგიჟობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1103 / თარიღი: 2014-09-19 / 8:59 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ფიქრი = თავისუფლება / lipo liparteliani - fiqri = tavisufleba


-ნეტავ, ვიცოდე სად მიდიან ღრუბლის ჯარები,
უხედნავ ქარებს,ასე საით მიაჭენებენ...
იჯდა და შეშლილ ცას უცქერდა ცისფერთვალება
პატარა გოგო,ციცქნა სოფლის-ციცქნა მშვენება,

ფიქრობდა ქარზე,თეთრ ღრუბლებზე,გალაქტიკაზე,
ფიქრობდა ღმერთზე,ანუ ღმერთიც ფიქრობდა მასში,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1146 / თარიღი: 2014-09-19 / 8:58 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - სოფოს / lipo liparteliani - sofos


სულ არ მადარდებს ფიქრობს ვინ როგორ,
ფეხზე მკიდია-რას იტყვის ხალხი,
შენახარ ჩემი მზისთვალა გოგო,
ჩემი სამყარო,სმაშობლო,სახლი...

მე ერთმა ვიცი,როგორ მიყვარხარ,
შენ ერთმა იცი გიყვარვარ რატომ,
ყველა გზას მხოლოდ ჩემთან მოჰყავხარ
და მეც შენს იქით,არაფ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1284 / თარიღი: 2014-09-19 / 8:57 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - გადარეულო / lipo liparteliani - gadareulo


გადარეულო,შენს თვალებში მე ჩემს თავს ვხედავ,
ანუ მუცლიდან შენც გამოგყვა ჩემი ფანტომი,
ფანჯრის რაფაზე,სახით მზისკენ,და და ძმა სხედან,
მგონი ბავშვობას მაგონებენ-პლაგიატობენ...

დრო გავიდა და გავიზარდეთ,ცოტას ვკამათობთ,
მე მყუდრო კუნძულს შევეხიზნე,შენ მეგაპოლისს, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1106 / თარიღი: 2014-09-19 / 8:52 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - ყველგან ღმერთია / lipo liparteliani - kvelgan ghmertia


მე გეუბნები-დღეს ქუჩაში ღმერთი შევნიშნე...
(შენ,არ მიჯერებ)
მე გეუბნები-ჩემს ოთაში ახლაც მას სძინავს...
(შენ გეცინება)
ბევრჯერ მინახავს,ახლა ყველას ვეღარ ვიხსენებ,
მე შევსწრებივარ ღმერთის ტირილს,დარდსა და გმინვას...
ვამბობ,რომ არსად და არასდროს მას არ დავეძე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1142 / თარიღი: 2014-09-19 / 8:52 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - სკალდობა/ lipo liparteliani - skaldoba


ჯვარგამოსახული ლამეზირი,
დილაუთენია აბარგება.
ვიწრო ბილიკები დამეწყრილი,
ლოცვით დაღლილობის დამარცხება.
მთამდე ფეხშიშველი სიარული,
ხორცი დაწმენდილი საიმედოდ,
ერთად შექუჩების ჟრიამული,
სულმა ცაში უნდა აიხედოს.
მთებზე მოტივტივე სალოცავი,
ირ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1837 / თარიღი: 2014-09-19 / 8:51 PM / პარასკევი

ლიპო ლიპარტელიანი - აგონია / lipo liparteliani - agonia


მე ვგავარ ფიქრისას დაკარგულ ოცნებას,
რა უნდათ თავლაში ფრთაშესხმულ ტაიჭებს?!
ეს ჩემი სამყარო,სიგიჟის კონცხია,
უპირატესობას ხეტიალს ვანიჭებ...
იწყება ბრძოლების ახალი ეტაპი,
ალბათ ეს სხეულიც,ვეღარსად დაიტევს
იარებს,ღრუბლებში დარაბებს კეტავენ,
ძირს სახით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1073 / თარიღი: 2014-09-19 / 8:49 PM / პარასკევი

« 1 2 ... 272 273 274 275 276 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0