Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - გამოთხოვება / shota nishnianidze - gamotkhoveba - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » შოთა ნიშნიანიძე - გამოთხოვება / shota nishnianidze - gamotkhoveba


7:11 PM
შოთა ნიშნიანიძე - გამოთხოვება / shota nishnianidze - gamotkhoveba


ეროსი მანჯგალაძეს

"ცუდი კაცი ვარ
და ნამდვილად ღირსი ვარ კიცხვის
ცოცხალი როცა აღარა ხარ,
ლექსს მაშინ გიძღვნი".

განათლულია შენი ნიჭი ქართულ ემბაზით,
ქართული სულის მეჩუქურთმევ,მჭედელ-ხარატო,
რა უნდა გითხრა სხვის გაგება-ერთგულებაზე,
როცა კაცს,თურმე,საკუთარი გულიც გღალატობს.
თხემით ტერფამდე შენ იყავი მართლა ქართველი
და მაინც დარჩი ავთანდილი უშერმადინო,
არ მინდა გითხრა სხვებისათვის რაც მაქვს სათქმელი,
ვაითუ,ახლაც,სიკვდილშიაც გული გატკინო.
ჯერ ადრე იყო... და სიკვდილის ვინ მოგცა ნება,
უკანასკნელი ეს ვინ მოგცა სიკვდილის როლი?
სულაც არ მიკვირს,თუ უბრალო მოკვდავი ცდება,
ზოგჯერ სამყაროს რეჟისორიც არ არის სწორი!
ეიფელის კოშკს შენ გერჩია ჯვარი და გრემი,
უცხოთა "ბრავოს"-აღტაცების ქართული ცრემლი.
დიდებისათვის არ წასულხარ არსად სალაშქროდ,
ამერ-იმერში მაინც ქუხდი გაღმა-გამოღმა...
სიკვდილის როლსაც რა უღმერთო ძალით თამაშობ...
ო,მაგ როლიდან ვერასოდეს ვეღარ გამოხვალ...
დაეშვა ფარდა... წინაპრებმა ყიჟინით გიხმეს,
ჟრიალი გააქვთ ხის შუბებს და მუყაოს ფარებს...
ადექ მაესტრო!
და ჩვენს ქართულ ეროვნულ ნიღბებს
მარადისობის კულისებში წარუძეხ ბარემ!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1362 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0