Загрузка...
მურმან ლებანიძე - მახსოვს! / murman lebanidze - makhsovs! - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » მურმან ლებანიძე - მახსოვს! / murman lebanidze - makhsovs!


7:16 PM
მურმან ლებანიძე - მახსოვს! / murman lebanidze - makhsovs!


ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო_
მახსოვს!
შენი დათვისსიხლა შავი ღვინო_
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო_
მახსოვს!
შენგან მოწვდილი ტახის ხორცი_
მახსოვს!
იორ-მუღანლოში სადილობა_
მახსოვს!
შენ რომ შემაყვარე ნადირობა_
მახსოვს!
შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე_
მახსოვს!
შენ არ ესროლე და მე მასროლინე_
მახსოვს!
მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე_
მახსოვს!
შენ რომ დაიხარე და აიყვანე_
მახსოვს!
ივრის ჭალები აქოჩრილი_
მახსოვს!
ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი_
მახსოვს!
მზისგან დამწვარი გორმახები_
მახსოვს!
შენი თათარი ყონაღები_
მახსოვს!
ბოლო ხანებში გვეღლებოდი_
მახსოვს!
მახსოვს,ხელიდან ვეცლებოდი_
მახსოვს!
"მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო"_
მახსოვს!
"ჰაუ,რანაირად თენდებაო!"_
მახსოვს!
ლექსებს მიკითხავდი კოცონთან_
მახსოვს!
ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა_
მახსოვს!

"გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი,
რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1147 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0