მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » გრიგოლ აბაშიძე - შვიდასი წელი. კოხტაგორის შეთქმულებს / grigol abashidze - shvidasi tseli. kokhtagoris shetqmulebs
7:15 PM
გრიგოლ აბაშიძე - შვიდასი წელი. კოხტაგორის შეთქმულებს / grigol abashidze - shvidasi tseli. kokhtagoris shetqmulebs
მე ჯერ ქაოსი მერტყა წყვდიადად, თქვენ რომ გეხვიათ მზეზე ფუტკარი, მე შვიდასი წლით დამაგვიანდა, თქვენს შეთქმულებას ვერ მოვუსწარი. მე მაინც ვიყავ თქვენთან შეთქმული, თქვენსკენ უხილავ ცეცხლად დაძრული, მე გაჩენამდე თქვენი ერთგული, თქვენსკენ მოვრბოდი ხელგაბაწრული. თქვენ კი იტანდით ტანჯვას ზვიადად, თუმცა გერჩიათ გულში ისარი... მე შვიდასი წლით დამაგვიანდა, იმ წამების დროს ვერ მოგისწარით. მაგრამ არ არი დრო გამთიშველი, მათთვის,ვინც იყო ქვეყნის ერთგული, მე თქვენს ლანდებთან მოვალ შიშველი, არყოფნის ჟამსაც თქვენთან შეთქმული. რომ თქვენებრ მწვავდეს მზე,თქვენი მწველი, თქვენებრ მეხვიოს მზეზე ფუტკარი, რომ ვთქვა: წამს ჰგავდა შვიდასი წელი, მოველ,წამებას მეც მოვუსწარი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1115 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia , ლექსი , ლექსები , პოეზია , პოეტი , leqsebi , poeti , leksi , leqsi , leksebi
| რეიტინგი: 0.0 /0
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0