Загрузка...
ივანე კრილოვი - ჭრიჭინა და ჭიანჭველა / ivane krilovi - chrichina da chianchvela - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » ივანე კრილოვი - ჭრიჭინა და ჭიანჭველა / ivane krilovi - chrichina da chianchvela


7:09 PM
ივანე კრილოვი - ჭრიჭინა და ჭიანჭველა / ivane krilovi - chrichina da chianchvela


ხტუნია, ლეგა-ჭრიჭინა მთელი ზაფხული გალობდა
შეექცეოდა, დახტოდა, მანამ ბუნება სწყალობდა;
ლხინობდა, მკალსა ვერა რამ ვერ შეუხურა ბწვია.
უცებ შეხედა საბრალომ, ზამთარი წამოეწია!
შემოჭკნა ველი, მინდორი, წავიდნენ დღენი ლხენისა.
ჭრიჭინას გამხარებელნი, გამქარვებელნი სენისა,
როცა მას, ყოველ ჯაგის ძირს, უსრულდებოდა წადილი.
მზად ჰქონდა სახლი და ბინა, ვახშამი გინდა სადილი!...
გაქრა ყოველი, დაზამთრდა, ჭრიჭინამ იგრძნო შიმშილი.
აღარა გალობს საბრალო, გამოეცალა სინსილი!..
ან ლხინი რაღად ეწვევა?
შიმშილით კუჭი ეწვება!..
დაღონებულმა ჭრიჭინამ მჰმართა ჭიანჭველასა
და ევედრება: `ნათლავ, შენი შვილების ლხენასა,
მომხედე, ხელი გამიწყე, გამათბე დამაპურეო,
გაზაფხულამდინ იოლად წამიღე, მიმსახურეო...~
ამისმა მსმენმა ჭინჭველამ ჭრიჭინას კითხა წყნარადა:
_`რას აკეთებდი, დაიავ, მთელი ზაფხული ბარადა?..
_`რას, ვაკეთებდი, დობილო?.. სად მქონდა მოცალებანი:
ლილოში ვხტოდი, ვგალობდი, თავბრუს მახვევდა ძნობანი!...
_`შრომის დროს თუკი გალობდი, _ ჭინჭველამ უთხრა პასუხად, _
მაშ წადი ახლა, იცეკვე, _ შიმშილისათვის რას სწუხხარ?...

1876 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3256 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0