Загрузка...
მარინა ცვეტაევა - მე მიხარია . . . / marina cvetaeva - me mikharia . . . - 16 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 16 » მარინა ცვეტაევა - მე მიხარია . . . / marina cvetaeva - me mikharia . . .


7:06 PM
მარინა ცვეტაევა - მე მიხარია . . . / marina cvetaeva - me mikharia . . .


მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემით სნეული,
მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემი სამსალაც,
რომ არასოდეს დედამიწის მძიმე სხეული,
ჩვენს ნაბიჯებქვეშ არ გაივლის თავის გზასავალს.

მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია ვიყო ჩერჩეტი,
თავქარიანი. არ გადმოგკრათ სიტყვის ღვედები.
და კიდევ კარგი, რომ არ მესხმის იმდენჯერ რეტი,
რამდენჯერ თქვენს ხელს ხელით ოდნავ წამოვედები.

მე ისიც მომწონს, რომ ჩემს თვალწინ, ჩემი თანხლებით,
თქვენ ასე მშვიდად სხვას ეხვევით თავდავიწყებით.
და კიდევ კარგი არ მრისხანებთ და არ გახელებთ,
რო მეც სხვას ვკოცნი. . . და არ მწყევლით და არ მიწყრებით.

რომ ჩემს ნაზ სახელს, უნაზესო, უძილო ღამეს
არ იმეორებთ უნაზესი ბორგვით ღელვილი.
და არ დაარღვევს ტაძრის წმინდა დუმილის წამებს
,,ალლელუია” ღვთისგან ჩვენს თავს გარდმოვლენილი.

მადლობელი ვარ _ სულით, გულით, მთელი არსებით,
ასე გულგრილად რომ მიანდეთ ბედის იალქნებს
ჩემი გრძნობები: რომ ყოველღამ მშვიდად მასვენებთ,
რომ თქვენი ხილვით იშვიათად მაფორიაქებთ.

რომ ბნელში ერთად არ ვუყურებთ მთვარის ავსებას
და დღისით თავზე არ გვეღვრება მზე – შარავანდი.
რომ არ შეგყრივართ, სამწუხაროდ, ვითარცა სნება;
და რომ თქვენც ჩემით, სამწუხაროდ, არ დაავადდით


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1658 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0