Загрузка...
დავით ტაკიძე - შვილებისადმი / davit takidze - shvilebisadmi - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » დავით ტაკიძე - შვილებისადმი / davit takidze - shvilebisadmi


5:30 PM
დავით ტაკიძე - შვილებისადმი / davit takidze - shvilebisadmi


ხოლოდ ლექსისთვის თუ დავიბადე,
დაჩაგრულმყავხართ, ჩემო შვილებო,
გამხმარ პურზე და ჭიქა ცივ წყალზე
ობოლ-გერივით გამოზრდილებო.
ვერ მოგიარეთ, სხვა ვინ გემშობლოთ,
ფიქრი ჩრდილივით წამომეტანა,
ირგლივ სულ მგლები ნთქავდნენ სამშობლოს,
რა მექნა, თქვენთვის რა მომეტანა?
არ დაემდუროთ უპოვარ მამას,
თუ მოვლენ ჩემზე ღონიერები,
მე ჩრდილში ყოფნა ვირჩიე, რადგან
მზეზე ლაღობდნენ მორიელები.
ჩაწყვეტილია გულის მყესები,
დარდი ვალივით მადევს ულევი
და მენანება ჩემი ლექსები,
სტრიქონ და სტრიქონ ნამარხულევი.
ჰოდა, ჩემს ბწკარებს, ჯანი გავარდეს,
გიტოვებთ, გერგოთ მამის ანდერძად,
დროის სიმწარით, მე ის მადარდებს
თქვენი ბავშვობაც ხომ არ დაბერდა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1132 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0