Загрузка...
დავით ტაკიძე - ესა ვართ, რაც ვართ ... / davit takidze - esa vart, rac vart ... - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 2:13 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » დავით ტაკიძე - ესა ვართ, რაც ვართ ... / davit takidze - esa vart, rac vart ...


2:49 PM
დავით ტაკიძე - ესა ვართ, რაც ვართ ... / davit takidze - esa vart, rac vart ...


ესა ვართ, რაც ვართ, ცაზე ღრუბელი
რაღაც საოცრად ჯანღისფრად წვება,
ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის,
მარტო ლაქლაქი და დამარცხება.
ჩვენ არ ვიყავით? _ ვფარსადანობდით,
და შურის ძაფებს ჩუმად ვაბამდით,
პილატესავით ხელებს ვიბანდით
და უფლის კაცებს ჯვარზე ვაკრავდით.
ზოგი კი ხონთქრის მზეს ლოცულობდა,
გოდებდა ხალხი _ ეს რა მოგვდისო...
ისიც ხომ გვახსოვს, აგერ ჩვენ თვალწინ _
,,ჩრდილოეთიდან მზე ამოდისო”.
მაგრამ ხომ იყო ხახული, გრემი,
აქეთ _ გელათი, იქით _ ვარძია,
და ინდოეთის კარიბჭის ლოდი
ერეკლემ თავის ხმლით გადასწია.
გვეწერა მხრებზე ძლევა _ დიდგორი,
ჩვენზე ხმამაღალ ლეგენდებს თხზავდნენ,
რომში ფარსმანის დიდ ქანდაკებას
ბელონას ტაძრის სვეტებთან დგამდნენ.
ხან დარუბანდის ვლეწავდით კარებს,
ხან თავიც კი ვერ გადაგვერჩინა,ვიყავით მართლა მხნე და რაინდი,
თუ მითის ფერად ხუფში გვეძინა.
და მტრის მახვილზე უფრო გვზარავდა
მომიზნებული მოყვრის ისარი,
ისე მივდივართ, გოჯიც არ რჩებათ
შვილებს კანკელთან დასაფიცარი.
ესა ვართ, რაც ვართ, ცაზე ღრუბელი
რაღაც საოცრად ჯანღისფრად წვება,
ნუთუ სამშობლო მხოლოდ ეს არის,
მარტო ტკივილი და დამარცხება?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1086 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0