Загрузка...
დავით ტაკიძე - დისადმი / davit takidze - disadmi - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 9:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » დავით ტაკიძე - დისადმი / davit takidze - disadmi


5:28 PM
დავით ტაკიძე - დისადმი / davit takidze - disadmi


ეზოს აკლია ჩვენი ბავშვობა,
განგების ნებით გადაკარგული...
ფიშტოდაცლილი ქორწილ-მაყრობა
და კრიმანჭული სხვენზე გაკრული.
ეხვევა თხმელებს დოლბანდი ბინდი,
კანდელ-წანდილით ჩათავდა მარხვა,
და ჭლექიანი _ ნესტი ამინდი _
სახსარში დაგხრავს, ვით ბოსტნის მახრა.
სამოსად შაშვის შავ _ მარმაშები
კედლის _ კალენდრის დუმილ-დარდები,
შემოსეული ყიზილბაშები _
ღობეს ახრჩობენ ეკალ-ბარდები.
საფლავი,…ბალახამოშლილობა,
გათვალულია ბედი ართვალით,…
საკურთხ-ნაკურთხი დედა-შვილობა
და დაკემსილი ღამე სათვალით.
სამი ნაბზარი, სამი ჭრილობა,
ეს გულიც სამი ცივსაფლავია,
ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას,
ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!
სწუხან თელები დათალხულ ჩალმით,
ანწლებთან მწარედ ხარ მოწყენილი,
და წამიწერე თეთრ ნისლებს წალმით
მოსაკითხავი ჩემთვის წერილი.
ქარები შარა-სალახანები,
ბჟუჟის ჭალა რომ ჭილით მოფინეს,
ყელამდე იყო იმ წელს ყანები,
მთელი ზამთარი რომ ვიმყოფინეთ.
ბაღში შავფერა შინდის სურნელი,
შვენობს, უშურო შენი მადლია,
რატომ იცინის ნუში სულელი,
რამ წამოჩიტა ასე ადრიან.
დავბრუნდი, დაო, მე _ ბუმერანგი,
ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას,
რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი
შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1262 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0