Загрузка...
დავით ტაკიძე - უნდა წავიდე / davit takidze - unda tsavide - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » დავით ტაკიძე - უნდა წავიდე / davit takidze - unda tsavide


3:54 PM
დავით ტაკიძე - უნდა წავიდე / davit takidze - unda tsavide


უნდა წავიდე, ჟამი არ იცდის,
აქ მო, ჩემ გვერდით ერთგულო სანჩო,
უნდა დავტოვო ეს ღორთა კოლტი,
მძულხარ ნეხვივით, ცხოვრებავ ჩარჩო.
რა ხდება, სანჩო, წუთისოფელი
მხოლოდ ცოდვილთა არის სადგური,
მე აქ რა მინდა? კვეხნით არ ვამბობ,
რას მარგებს ამათ ლოკვა სალბუნი.
ეს ქვემძრომელა შავი ვირთხები
ტახტისკენ ხოხვით ვით მიძვრებიან,
შიმშილით გვხოცენ ეს მკვდარძაღლები,
მერე _ გარჩენთო იყვედრებიან.
რა ხდება ხედავ? ნაგვის ბუნკერში
სარჩოს დაეძებს ვიღაც მშიერი,
ყველა ტირანი, იცოდე, სანჩო,
ღატაკ-მონებით არის ძლიერი.
არ გინდა სანჩო, ამათი ოქრო,
არც სრა-სასახლე არ გინდა მათი,
სხვა ზეცის კიდე ეძიე, სანჩო,
ან სულ უბრალოდ მთვარეზე წადი.
ცხენი მომგვარე მე როსინანტი,
ჩემს დულსინეას ამაღამ ვხდები,
დაშნაც გავფეროთ უფრო ლამაზად,
ხომ იცი გზაზე ბევრია მტრები.
მივდივარ, სანჩო, გული არ ითმენს,
ღრუბლის თეთრ ქულებს უბზინავთ ქედი,
მე ჩემი რაშით ზეცაში წავალ,
თქვენ დაიტოვეთ ეს ჯოჯოხეთი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1126 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0