Загрузка...
დავით ტაკიძე - მეუფე თადეოზ იორამაშვილს / davit takidze - meufe tadeoz ioramashvils - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » დავით ტაკიძე - მეუფე თადეოზ იორამაშვილს / davit takidze - meufe tadeoz ioramashvils


2:50 PM
დავით ტაკიძე - მეუფე თადეოზ იორამაშვილს / davit takidze - meufe tadeoz ioramashvils


მეუფე თადეოზ იორამაშვილს
რას მეტყვი, მამავ?! ვერ დავასრულე
წუთისოფელთან ჩემი წანწალი,
გეზი აუცდა ამ გზებს საუღლეს,
ჯიბრში მყავს ჯიქურ ბედი წაწალი.
რაც ვიცოდვილე, წრიალებს სულში,
სულ ამიწეწა ფიქრის სამანი,
ვერ ჩავრგე ნერგი ზესიყვარულში,
ვერ ვამზეურე იასამანი.
მამავ, იქნება, ეს გზაც ნისლია,
და მირაჟ-მირაჟ დავალ ცეცებით,
სანთლების შუქზე ლურჯი ბიბლია,
თითქოს ცის შემთბარ სამოსს ვეხები.
სხივი ცას მკრთალი სხივით ლამბავდა,
სწუხდნენ ქარები, ნელი თუ მალი,
და თავქვე მედო უფლის ლაბადა,
მიწა _ მზის თბილი თავსასთუმალი.
დავდივარ ასე სულის ხსნისათვის,
სიტყვების ზვავის დამატყდა თქეში,
და ერთი ციდა სტრიქონისათვის
რამდენი ღამე ჩამადნა ხელში.
ხანდახან თითქოს სივრცე-მანძილი
წამში ჩემ თვალწინ უხმოდ დამთავრდა,
რას მეტყვი, მამავ?! როცა დაღლილი
სულს ძლივს ვიბრუნებ დედის საფლავთან...
გახიდული ვარ ცხოვრების ჯვარზე,
ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ,
ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე,
მაშ, სტრიქონ-ხილვებს რისთვის ვნახულობ?...
ახლა ცრემლ-ყინულ ბილიკზე დავალ,
ვით სხივი ბინდში ნაფერმკრთალები,
და გზას ცისკრისკენ მიკვალავს, მამავ,
იესოს თბილი ნატერფალები...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1140 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0