Загрузка...
დავით ტაკიძე - პოეტი / davit takidze - poeti - 10 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 10 » დავით ტაკიძე - პოეტი / davit takidze - poeti


5:28 PM
დავით ტაკიძე - პოეტი / davit takidze - poeti


ბწკარები ცრემლის მძივებად თოვდა,
რითმების მღვრიე ღარში დამფლავი,
ლექსი ზოგისთვის ძეგლი იყო და
ზოგისთვის _ საძმო მცირე საფლავი.
შენ კი რა სნება აგიტყდა შარზე,
სიტყვებით ბლანდვას რომ ვერ ეხსნები,
დიდბატონების ცრუ კარნავალზე
დადიხარ შენი დარდი _ ლექსებით.
სტრიქონის შუბი გეპყრა საომრად,
ფარას რომ ფარად ეფარვის მწყემსი,
წყევლა იყო თუ უფლის დალოცვა,
სულში რომ ჩადნა პირველი ლექსი.
ჩამოისამხრეს ნისლებმა ახლო,
როცა ცას პირველ სტრიქონს ჰპარავდი
და ლეგაქულა ლექსსამოსახლო
მეტაფორების გედგა კარავი.
ბავშვმაც იცოდი სისხლს რა ნდომია,
პარნასის კართან ფრთით ასატანი,
რომ პოეზიაც თურმე ომია,
დიდგორის დარად გადასატანი!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1177 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0