მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-05-02, 1:58 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ანდრეი ბელი - გაქცევა / andrei beli - gaqceva


გაყინულია, დაო ჩემო, შენი თვალები,
თვალები შუშის, შუშის ღილები,
გესმის, ნაძვები მწვანე ტოტებს აშრიალებენ
უამინდობით გათოშილები.

თვალს რად უშტერებ შორეულ ცისფერს,
მოთენთილ ცისფერს, მზერას რომ ავსებს,
მე გაქცევაზე გიმღერებ ისევ
და ცივ, სუსხიან შემ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1344 / თარიღი: 2014-08-06 / 4:09 PM / ოთხშაბათი

ანდრეი ბელი - განდევნილი / andrei beli - gandevnili


მე ვტოვებ ქალაქს საღამოისას,
მაკრთობს ხმაურით, ხმებით მგრგვინავით,
თუმცა შორიდან ისევ მოისმის
ხმა მოქირქილე და დამცინავი.

იქ მარადიულს წლები შევწირე,
არც გიფიქრიათ ჩემი დანდობა,
მყისვე ჩამქოლეთ, არ შემეწიეთ,
თქვენ ჩემი ტანჯვით გსურდათ გართობა. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1120 / თარიღი: 2014-08-06 / 4:08 PM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - სუმბული და მწირი / nikoloz baratashvili - sumbuli da mtsiri


მწირი

სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,
რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?
მარქვი, სადა არს სუნი შენი, ამო და ნელი,
რომლით ათრობდა სიცოცხლის ჟამთ ლამაზი ველი?

სუმბული

მწირო, ხომ ხედავ, მოვჰკლებივარ ჩემს სამშობლოს გულს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1519 / თარიღი: 2014-08-06 / 4:05 PM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ჩემი ლოცვა / nikoloz baratashvili - chemi locva


ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცთომილი
და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი!
ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,
ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?

ჰოჲ სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას;
პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,
უმსხვერპლ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 2 / ნანახია: 5269 / თარიღი: 2014-08-06 / 4:03 PM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ჩემს ვარსკვლავს / nikoloz baratashvili - chems varskvlavs


რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?
მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო:
შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,
შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!
ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,
რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;
შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ,
როს მიბჟუტვით ნი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1601 / თარიღი: 2014-08-06 / 4:00 PM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - ხმა იდუმალი / nikoloz baratashvili - khma idumali


ვისი ხმა არის ეს საკვირველი?
რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?
რა ვსცან პირველად წუთისოფელი,
დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი
რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის
სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, —
მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა
ჩემთა ზრახვათა და საწადელთა! ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1993 / თარიღი: 2014-08-06 / 3:58 PM / ოთხშაბათი

გრიგოლ აბაშიძე - უსამართლობა / grigol abashidze - usamartloba


გაზაფხულს ხეთა ჯარიც თან ახლდა, _
ტყეს სად ჩააცვა მწვანე წვრილთვალა?!
ხედავ, ბუნება ისევ განახლდა,
მთა-ბარმა ფერი ისევ იცვალა!

იქუხა ცამ და ღელე ღრიალით
მოვარდა ყალყზე შემდგარ ზვირთებით;
ცეცხლის გამჩენი, ნაკვერცხლიანი,
ატმის ტოტებზე დასკდნენ კვი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1894 / თარიღი: 2014-08-06 / 3:49 PM / ოთხშაბათი

გრიგოლ აბაშიძე - ვალი / grigol abashidze - vali


წლების ფანტელი რაც უფრო მათოვს,
რაც თავდაღმართის დასასრულს ველი,
თვალს ვერ ვუსწორებ შანდორს და ტატოს,
მზერას ვარიდებ დარცხვენით შელლის.

ხანდაზმულობას სულ ვერ ვიფერებ,
თუმცა დიდი დღეც ბედის ძღვენია
და რომ გრძელდება ჩემი სიბერე,
ლერმონტოვის და კიტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1066 / თარიღი: 2014-08-06 / 3:48 PM / ოთხშაბათი

თამარ გეგეშიძე - სიზმარი / tamar gegeshidze - sizmari


ვვარდები მაღალი სართულიდან,
ფიქრებდახეთქილი.
ვვარდები, როგორც უბრალო საგანი,
როგორც საკინძე,
როგორც ტყვია.
და მტკივა ხელები.
ალბათ, მოლეკულებად დაშლილი ჰაერისგან,
ალბათ, ჰაერისგან მტკივა სხეული,
თორემ არ დარჩენილა გონი ეულად.
ვარდნა ჩემი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1289 / თარიღი: 2014-08-06 / 3:46 PM / ოთხშაბათი

ბაბუა და შვილიშვილი / babua da shvilishvili


მამაჩემმა სახლთან ბაღში
დარგო ნერგი-ვაშლის ხე
დილით ადრე ბაღთან სახლში
დავიბადე თურმე მე
ორნივ ერთად ვიზრდებოდით
ბაღში ხე და სახლში მე
ერთმანეთთან ვმეგობრობდით
ერთად ვიყავთ ხე და მე
ხე მცხუნვარ მზეს მიჩრდილავდა
წყალს ვუსხამდი მიწას მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 4292 / თარიღი: 2014-08-06 / 3:45 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 357 358 359 360 361 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0