Загрузка...
ირაკლი დეისაძე - დელგმა მიწას ჭამს / irakli deisadze - delgma mitsas chams - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - დელგმა მიწას ჭამს / irakli deisadze - delgma mitsas chams


4:07 PM
ირაკლი დეისაძე - დელგმა მიწას ჭამს / irakli deisadze - delgma mitsas chams
დელგმა მიწას ჭამს, შემოვაცვათ დროა თაგალა.

არც შენ არ გახსოვს უეჭველად მსგავსი წვიმები,

ვიცი ცხოვრებამ უცაბედის ტვირთვით დაგღალა,

რომ კრავი იყავ უსამართლოდ შენაწირები.



დელგმა მიწას ჭამს, შემოვაცვათ დროა თაგალა.

ცოტაა კაცი სამწუხაროდ, ბევრი ვაჭარი.

ასეთმა ყოფამ გაგიჩინა თმაში ჭაღარა

და ადრე საღი, ახლა მყავხარ შემონაჭამი.



დელგმა მიწას ჭამს, შემოვაცვათ დროა თაგალა.

ტაში მისია ვისიც ბრბოა, ჩვენ სხვა ვართ. სხვები

მამის ფულებმა სასაცილოდ გაათამამა,

სამაგიეროდ გაჭირვებამ გაგვხადა ძმები.



დელგმა მიწას ჭამს, დროა ჩვენვე გავხდეთ თაგალა

და ჩვენვე მიწას შემოვეცვათ, მსგავსი წვიმები

ბევრი იქნება და თუ მისხალ რამემ დაგვღალა,

ვალმოხდით მაინც განვისვენებთ ცის არწივები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1280 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0