Загрузка...
ირაკლი დეისაძე - შუაღამით... / irakli deisadze - shuaghamit... - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 9:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - შუაღამით... / irakli deisadze - shuaghamit...


4:09 PM
ირაკლი დეისაძე - შუაღამით... / irakli deisadze - shuaghamit...
შუაღამეა. ვზივარ და ვზვერავ ცას, ყიამეთი წაკიდებია.

შორს, ირმის ნახტომს მოუჩანს ბოლო. ბოლო არ უჩანს სამყაროს კიდეს.

ასე რომ დუმან ჩემში და სხვებში, ალბათ უბრალოდ ნატვრის დებია,

ნატვრის, რომელიც წაუსვლელობის და წასვლის ცოდვას ერთდროულ იდენს.



შუაღამეა. ცის იქით მზეა. დაუსახლებელ გულში აცივდა.

მიწის ალერსმა და მიწის სითბომ დაკარგა ოქროდ ნაძერწი ხანი.

სხეული ისევ ეშვილა მარწუხს, თუმცა გონება გამიარწივდა,

არ არის ზღუდე მიღობოს სივრცე, არც სივრცის ბილიკს არ მოსდევს ხრამი.



შუაღამეა და მზერის მიღმა, ზეცის არშიას, თვით ღმერთის ხელით

ნაწარწერალი მოუჩანს თაღი, თაღი-დროების უჟამოდ ქცევა,

და გონი ბრძოლით, სივრცესთან ერთად, დაუსრულებლად მიიწევს ზევით,

მიიწევს ზევით და თან სასოებს, რომ შუაღამით ნათელში შევა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1175 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0