მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - ვწერ აწმყოს სათაურს... / irakli deisadze - vtser atsmkos sataurs
4:10 PM ირაკლი დეისაძე - ვწერ აწმყოს სათაურს... / irakli deisadze - vtser atsmkos sataurs
|
ღამეს მწუხრის რაინდის სტატუსისებრ ვედები,
მკრთალი მთვარის მაგიერ, მზეს ვირეკლავ ტანადი,
მერე დილას ვაღვიძებ, ცისკრის ტრიოლეტები
მიყვებიან, თუ როგორ დაიკარგა ტალანტი
დედამიწის მხრებიდან შორს, ქაოსის თვალებში,
იქ კი, განწირულობის ნიშნით მისი ვარამი
კოსმოსს ცეცხლად მოედო. ყოველი დღე გალეშილ
წყვდიადს გავს და სიმართლეს ნაშიები კალამი
ვწერ წარსულის მიჯნასთან მდგარი აწმყოს სათაურს,
ღამეს მწუხრის რაინდის სტატუსისებრ ვედები
და მიყვება აწმყოში უძველეს და არქაულს,
მომავლისკენ წასული ცისკრის ტრიოლეტები.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1202 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|
|