მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - იმეფონ; ოღონდაც... / irakli deisadze - imefon; oghondac...
4:11 PM ირაკლი დეისაძე - იმეფონ; ოღონდაც... / irakli deisadze - imefon; oghondac...
|
იმეფონ ბატონო, ოღონდაც ნატყვიარ
სხეულებს პატივი მიაგონ თანადი;
მათ ასეთ მეფობას მეფობა არ ქვია,
რადგანაც სულ სხვაა განზრახვა ამათი!
უფრო გავს მორყეულ ტახტრევნის კეთობას.
პურით და ღვინოთი გაძღომა სალხინო
ვერაფრით პირდება მომშივართ ერთობას,
რომლებიც ,,იბრძვიან," რომ მეფე ამხილონ,
რომ ხელყონ უღირსის უღირსი მეფობა
და მგელი მეორე, ცხვარ-ფარის გამლეში
ამეფონ. და განა საწყალ ბრბოს ეყოფა
ჭკუა, არ გაებას სხვა მგელის მახეში?
არა! და ვინ ჩივის, ვინ ოხრავს? ნატყვიარ
სხეულებს პატივი მიაგონ თანადი.
მათ ასეთ ერთობას ერთობა არ ქვია,
მიწაა ღმერთიც და სამყაროც ამათი!
მისტიურ, მიღმიურ, იდუმალ ღვთაებას
გონდახშულ საყდარში არ უღირს მეფობა.
ამ ხალხს კი, მახეში მგლისთვის, რომც გაებას,
კუჭმაძღარ სურვილით კმაყოფაც ეყოფა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1077 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|
|