Загрузка...
ირაკლი დეისაძე - პოეტური ღალატი / irakli deisadze - poeturi ghalati - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-22, 1:30 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - პოეტური ღალატი / irakli deisadze - poeturi ghalati


4:17 PM
ირაკლი დეისაძე - პოეტური ღალატი / irakli deisadze - poeturi ghalati
მესმა, მაგრამ წავუყრუე, არ წახდება ასე რითმი,

სხვებმა ზიდონ აწი ჯვარი, მე მომბეზრდა მისი თრევა!

ვინ გთხოვა, რომ ფერწართმეულს, მგლოვიარე ნაბიჯს მითვლი?!

შენ ვინ გკითხავს, ჩემი გონი რა ციტატის გამო თვრება?!



აღარ მინდა ხსნა, გამშორდი! მით წარსული ვასამარე,

აზრი წერტილს დაუსვამს და განაქიქებს ყოველს ირგვლივ,

შევცდი, როცა ახალგაზრდამ, ნიჭი გავასპასალარე,

ახლა ამ ნიჭს, ავდგები და კაცის მჭამელ ცხოველს მივგვრი!



და, რომც ნულონ დედამიწის ბრუნება და გაჩდეს მსხვერპლი,

თითსაც აღარ შევატოკებ, მძულს ზრახვათა სინერგია!

მეც ტანჯვასთან ერთად აწმყოს სუიციდით გადავსხეპდი,

მაგრამ ბოღმის ბოლო ნერგი ჯერ არ გადამინერგია.



ჯერ კიდევ მაქვს დასაწერი უკანასკნელ სტროფთა რიგი,

ბოლო კალმის მოსმა დამრჩა, მერე განცდებს ვატუსაღებ.

ბრძოლამ თავი გამაბეზრა, მივატოვო უნდა რინგი,

მივდივარ და მომავლისთვის მსხვერპლნამრავლებ წარსულს ვაღებ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1155 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0