მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - ცრემლივით რიგდები / irakli deisadze - cremlivit rigdeba
4:19 PM ირაკლი დეისაძე - ცრემლივით რიგდები / irakli deisadze - cremlivit rigdeba
|
ხომ გახსოვს? დაგწერე ლექსივით ზეპირად. დაგწერე რა ტყვილა...
უწვდომი იყავი, თავი კი მეგონა მზექალის მიმგნები.
მას შემდეგ წუთები წამების მიშვებით იმდენად გარყვნილა,
რომ ახლა ყველასთვის, ყველგან და ყოველთვის ცრემლივით რიგდები.
ხომ გახსოვს? დაგხატე, სულ შენი ფერებით დავსვარე მოლბერტი,
ჩუქურთმებს სახეზე დალალის ხავსივით სიცოცხლით გივსებდი,
ახლა კი შიშველი, საქვეყნოდ კიდია ის შენი პორტრეტი,
რა დონით დაეცი, იდეალქალწული რად ჩამოღირსევდი?
გულს ერთხელ ვუთხარი:,, სიყვარულს ვინ ეძებს, ის მასზე მეტია,
იმისი მიმგნები უდაოდ ჩავთვალოთ ზეარსის მიმგნებად."
მას შემდეგ სურვილი, შენობით აღძრული, ჟამს გაუხვეტია,
რადგანაც რიგდები ცრემლივით და ჯარი იმწკრივე რიგებად.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1069 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|