Загрузка...
ირაკლი დეისაძე - სამყარო ციტირებს / irakli deisadze - samkaro citirebs - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - სამყარო ციტირებს / irakli deisadze - samkaro citirebs


4:24 PM
ირაკლი დეისაძე - სამყარო ციტირებს / irakli deisadze - samkaro citirebs
გააფერშავა დამტვერებამ ქარით ფშანები,

სამყარო ბასრი მინარეთის კალმით ციტირებს,

ცამ შეიმოსა მოგიშრული ღრუბლით შავები,

აშკარაა, რომ რაღაც უცხო წვიმით იტირებს.



მარანში ათას ექვსასი წლის ღვინო ჭანგდება,

დასკდა, დედობით გადაღლილი, თიხის ჭურები,

აქ ზედმეტია ემოციის გადაჭარბება,

ჩამოწვა ცა და დააყარა მიწას ჭურვები.



არ კმარა ალბათ სიძულვილმა ყოფით, რაც მოსრა,

დაეცნენ დაბლობს ჩამომსკდარი მეწყრის გალები,

არიეს ყანა უყანობას და ამ ქაოსმა

აშორიშორა დედამიწის ღერძის მალები.



სამყარო ბასრი მინარეთის კალმით ციტირებს,

გააფერშავა ზიზღმა შურით სულის ფშანები,

აშკარაა, რომ ზეცა უცხო წვიმით იტირებს,

რადგან მოიცვა მოგიშრული ღრუბლით შავები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1130 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0