მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - ჩვენ ლორელაინ / irakli deisadze - chven lorelain
4:25 PM ირაკლი დეისაძე - ჩვენ ლორელაინ / irakli deisadze - chven lorelain
|
ციდან მიწამდე ეშვებოდა წვეთებად თქორი
და სევდისფერი ყვავილები გზა-გზა ეყარა,
ჩვენ, ლორელაინ, სიშორისკენ ვიწევდით ორი,
არ გვადარდებდა რას ფიქრობდა თერძი ქვეყანა.
და ვსაუბრობდით ჰელიოსის სხივდამწვარ დღეზე,
იმ სიყვარულზე, უკვდავებას, რომ აძლევს ძალას,
გვინდოდა ბევრი ხეტიალი ალნარტყამ მზეზე
და ვთანხმდებოდით, რომ სიბნელე ორივეს გვზარავს.
ამ საუბრისას უცებ მეხი გავარდა ცაზე,
ელექტრო მუხტი შენს მკერდამდე ჩამოყვა წვეთებს,
და შენ დაეცი დავიწყებით აღსავსე გზაზე,
იმ დავიწყების, ჩვენს კავშირს, რომ სულ უნდა წყვეტდეს.
ჩვენ მივდიოდით სიშორისკენ და იყო თქორი...
ახლა ჩვენს შორის ის სიშორე მარტივად ბასრობს,
და ვზივართ ასე, ერთმანეთის პირისპირ ორი,
მე თავს გახსენებ ლორელაინ, შენ არც რა გახსოვს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1174 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|