Загрузка...
ირაკლი დეისაძე - რომ არ მომიცდეს მომვლელი!!! / irakli deisadze - rom ar momicdes momvleli!!! - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - რომ არ მომიცდეს მომვლელი!!! / irakli deisadze - rom ar momicdes momvleli!!!


4:26 PM
ირაკლი დეისაძე - რომ არ მომიცდეს მომვლელი!!! / irakli deisadze - rom ar momicdes momvleli!!!
ირგვლივ ხორცების მასაა, უსულო გვამთა ხრიოკი!

იდუმალ კარში შევედი, იქ, სამართალი, რომ იყო.

შენ კი, დროვ, მაჯა მისერე, ბოლო ხმით თან მიკიოდი,

რას მერჩი? ვცდილობ მცირედი, ჩემი ნებითაც მოვრიყო.



ვცდილობ გავცხრილო ის ნაკლი ხალხმა, რომ გააპიარა,

რომ მოიბელა ნარეცხი ვითომ სათითო ელიტამ,

შენი არ ვიცი, მაგრამ მე გულ-მკერდზე გადამიარა

და ამ ნაკლს მთელი არსით და მთელი შეგნებით ვერ ვიტან.



სადღაც, სამყაროს ქაოსის ერთ მიჩქმალულში დავძებნე

და ჩემი სულის სიღრმიდან ამოვათენე აპოლო.

არ ვარ სამშობლოს მევალე, რომ უსასრულოთ დავძველდე,

მაგრამ არ მინდა სამშობლო ამ მხეცებს გადავაყოლო!



არ მინდა ისე სიკვდილი, ვიღაცის მოვლილს მხედავდე,

თუ კაცი ვინმე არ მომკლავს, გული იქნება მომკვლელიც,

და სანამ ახალგაზრდა ვარ ღვთით უნდა გადავმხედარდე,

რომ არ მომიცდეს არავინ, თვით ჩემი თავის მომვლელიც.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1136 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0