Загрузка...
ირაკლი დეისაძე - რადგან წასვლა უნდა დააპირო / irakli deisadze - radgan tsasvla unda daapiro - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - რადგან წასვლა უნდა დააპირო / irakli deisadze - radgan tsasvla unda daapiro


4:32 PM
ირაკლი დეისაძე - რადგან წასვლა უნდა დააპირო / irakli deisadze - radgan tsasvla unda daapiro
რომ თქვეს ცხრა ცააო, ცა ასია,

ასჯერ ათასია სანაპირო...

გოგოვ, ჩემს გულს გრძნობამ დაასია

ძგერა და თუ წასვლა დააპირო,



დაგმე ნისლიანი პერიპედი,

რადგან მხედველობა შემინისლა.

ვგრძნობდი, შენს არსებას ვერ ვიტევდი,

გულთან არ მონდოდა შენი მისვლა.



მაგრამ მაინც მოხდა ჩემში შენი

მრავალსხივიანი მზის დუქია,

ვაი, რომ დამაშვრალს ვერ მიშველი,

ვაი, რომ სხვას უფრო შეუქია,



ე, მაგ სილამაზით აღტაცება.

სურვილს ეპირება ზღვა ქაოსი,

გულში საწყისებად ახლაც ხდება

წამი, მაგ სინაზეთ განაოცი.



უხვად დაიჩრდილა ლირბით არე

და დროც უშენობის ვირუსია,

ვახ, რომ გული ვერსად გადავმალე,

როცა გრძნობამ ტანჯვა მიუსია.



რომ თქვეს ცხრა ცააო, ცა ბევრია,

და არც ნაკლებია სანაპირო.

თვლემა სიცხადეში ჩაერია,

რადგან წასვლა უნდა დააპირო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1057 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0