მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - მავილე / irakli deisadze - mavile
4:35 PM ირაკლი დეისაძე - მავილე / irakli deisadze - mavile
|
ასე ჩემო ბებრუხუნა,
ასე ჩემო მავილე,
დავჭკნი კაცი, მაპატიე,
მარად ვერ გიყვავილე.
გახსოვს? როგორ ვცახცახებდი,
შენ, რომ დაგინახავდი?
ერთხელ არაყი, რომ შევსვი
ჯერაც რახად ნახადი
და მოვედი სათხოვნელად
შენი ხელის, ალალი,
რომ მინდოდა საკოცნელად
ტუჩთან შენი დალალი.
თავი ისე შორს გეჭირა,
თითქოს მოგიპარავდი.
ნეტა ჩვენ დროს ყოფილიყო
ასე მოდის პარადი.
კალოშს ბოტასით შევცვლიდი,
ქონდა პაპას ტავარი.
შენ გენახა მერე ჩემი
ქუდი ამპარტავანი.
ახლა ხნე ვარ, თორე ქალებს
დავუხსნიდი არშიებს,
ეს სიბერე სუნთქვას, ქალის
სურნელს აღარ აშიებს.
დავჩანჩალებ საცოდავად
ახლა, ჩემო მავილე.
დავჭკნი კაცი, მაპატიე,
მარად ვერ გიყვავილე.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1387 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0
|
|