მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - დაცემამდე აღარც შორია / irakli deisadze - dacemamde agharc shoria
4:37 PM ირაკლი დეისაძე - დაცემამდე აღარც შორია / irakli deisadze - dacemamde agharc shoria
|
განა არ არის ფუჭი, როცა სიკვდილს მსხვერპლს წირავ?
ეგრეა ხორცი ნერონული, უშურს სულობა!
ახვავებს დღეებს ღამისეულს, მერე მხნედ სძინავს...
მესმის ეს არის კაცობრივი უსუსურობა
და უზნეობის აპოლოგი მეფე კომონი,
სევეროსული აღტკინების მთელი პლეადა,
გულდაგლეჯილი გალაქტიკის ბურჯი-ბომონი,
აღმოსავლური ემოციის ძირი-ელადა...
დასჯა და ცეცხლში გახვეული უშვერი რომი...
თვით ტრაიანეს გახევებამ შეძრა პიუსი.
გაჩაღდა ღმერთის წინააღმდეგ თვითმკვლელი ომი,
მოედო მიწას განდევნილი აზრის ვირუსი
და დასცა ზღვარი უსაზღვრობამ, გმირთა არშია
შეამკო ძვლების სამკაულით. კვლავ ადრიანე...
მონური ხედვა სისასტიკემ ისე გაშია,
რომ სისუსტეებს მოეჭიდე და აგვიანე
ხმის ამოღება! დაცემამდე აღარც შორია...
არ მესმის შენი დღეს ჟამობავ, რით ხარ ქებული?
შენი სხეული ზიზღნარევი ყოფის მძორია,
საშველი ბორგვით სიკვდილზეა მინარცხებული...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1285 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|
|