Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ხმა გაქვს ეპოქავ / irakli deisadze - khma gaqvs epoqav - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - ხმა გაქვს ეპოქავ / irakli deisadze - khma gaqvs epoqav


4:38 PM
ირაკლი დეისაძე - ხმა გაქვს ეპოქავ / irakli deisadze - khma gaqvs epoqav
სხვა არის უფრო, უსინათლო კაცის ტრაგიზმი,

სხვა არის გლოვა, სხვა სილაჩრის მძაფრი არია,

ყოფაზე მეტად, ეს ქერეთი არის სადიზმი,

სიკვდილის შიშმა ამიტომაც ხელი დაგვრია.



და სანამ ზეცა მოიქუფრავს და ღრუბლებს გაშლის,

განვძარცვოთ ფიქრებს სამოსელი- ჩაგვრა ზანგელა,

თორე ლოდინი ისტორიის ფრაგმენტებს წაშლის,

ე, იმ ფრაგმენტებს, მტერთან ბრძოლა სულ რომ ახელა.



დაანგრევს შვილთა მომავალსაც ბაძვის გრიგალი,

ბაძვის,რომელიც საძრახია, სიძვის ბეღელი.

ჩვენ თუ არა ვართ, მაშ მომავლის ხიდი ვინ არი?

ხმა გაქვს ეპოქავ და სიმღერას შიშით ვერ მღერი!



ვერ მღერი, რადგან ფუფუნებამ გული მოგპარა.

ყველასთვის, ყველგან მკვდარ ძაღლივით რისთვის გაცივდი?

წარსულის სისხლი სიდუხჭირემ როგორ მოგბანა?

აღარც სამშობლო, არც ღირსება, ძლიერ დამცირდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1264 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0