4:41 PM ირაკლი დეისაძე - ახალ განცდას ვქმნიდი / irakli deisadze - akhal gancdas vqmnidi
|
თითქმის გათენდა და სადღაც იწყებოდა წმინდა ევლოღია.
მე კი სარეცელზე ფურცელს მელანს ვსცხებდი, ახალ განცდებს ვქმნიდი.
გვერდით ოთახიდან, ჩემში იღვრებოდა წყნარი მელოდია,
მუზა იზრდებოდა, კარგ და ცუდი თემით, მაგრამ არცერთს ვყრიდი.
უკვე გათენდა და ქალაქს გაეღვიძა, გარეთ ხმაურია.
ზოგი ნაბიჯების ესკორტს აჰყოლია, ზოგიც განსწავლული
ამაყ ნეტარებას არსით მისცემია. მუზამ აურია,
ფიქრი მომეძალა უფრო იდუმალი, უფრო ასტრალური.
გვამმა აზროვნებაც ფიქრით გამოტენა, მუზას ანაცვალა,
ვცდილობ გადავლახო მთელი გალაქტიკა, სადღაც ბოლოს მივსწვდე.
უცებ ისევ მუზა სრულად დამეუფლა, ფიქრს ცდა არ აცალა,
ასე უაზრობით, ჭიდილს შეელია, ჩემო ტკბილო ის დღე.
ღამემ ძლივსძლიობით კარი შემოაღო... ძილი მომერია,
განცდით დაქანცული თვალებს მივხუჭავ და გონიც რულში ძვრება...
უცებ გამეღვიძა, მუზა აზროვნებას ცეცხლად მოსდებია.
ტვინი მეუბნება:,, აღარ შეიძლება მათი ჯანყის ძლება!
ერთერთს დაეთმე და იგი აჭენავე შენში უდარდელად,
ერთი აირჩიე, მუზა ანდა ფიქრი, აღარ შემიძლია!
აღარ დაიღალე, ხედავ? გადაიქეც ამათ უგვან დევნად,
მე კი შენმა გულმა სრულად დამკარგა და უკეთ ვერ მიძია!"
უფრო ავირიე, რა ვქნა ვეღარ ვხვდები, თავს ხომ არ მოვიკლავ?
გარეთ გავედი და ფეხის მოძრაობით ხალხში გავერიე.
ტვინი განეტარდა, საწყალს ჰგონია, რომ განცდად სხვას მოვიყვან,
მე კი მინდოდა რომ ფიქრს და მუზას ისევ ისე ავერიე.
უკან შემოვბრუნდი. კარი მოვიხურე. შეწყდა ევლოღია.
მე კვლავ სარეცელზე ფურცელს მელანს ვსცხებდი, ახალ განცდებს ვქმნიდი.
გვერდით ოთახიდან ისევ იღვრებოდა ჩემში მელოდია,
მუზას ფიქრით ვზრდიდი, ცუდ და კარგი თემით, მაგრამ არცერთს ვყრიდი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1129 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|