Загрузка...
ირაკლი დეისაძე - პულსაცია ნულის ტოლია / irakli deisadze - pulsacia nulis tolia - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - პულსაცია ნულის ტოლია / irakli deisadze - pulsacia nulis tolia


4:41 PM
ირაკლი დეისაძე - პულსაცია ნულის ტოლია / irakli deisadze - pulsacia nulis tolia
ჩემი ცხოვრების ფრაგმენტები, ბრუნავს ფირები,

ანაცვლებს დღეებს ღამეების ბუტაფორია.

მე, უკვდავების ნაგლეჯზე ვარ მინაშვილები

და პულსაცია გულისცემის, ნულის ტოლია.



ონავრობს ტვინში არევა და აზრშია ჩვევა-

გაძღოლა წრფელი მოქმედების, არას ზიანი.

ოდესღაც ფირი უმომავლო ფრაგმენტში შევა,

დადგება ჟამი გახურებით ცეცხლის ზიარი.



დადგება ჟამი ისეთივე, რომ მარგლეს ყანა,

რომ წველეს რწმენა ერესებით, როგორაც ალხი.

ცხოვრება ჯავრის სიშლეგეა აწმყოში განა,

და ამ სიშლეგის შედეგია ბეჩავი ხალხი!



მეც ვარ ამ ხალხში, მეც ამ ბრბოში უქმად ვირევი,

ვიცი სილაჩრემ სისადავე კაცის მოლია.

ვრწმუნდები ფლიდში და ნერვივით მალე ვილევი,

სწორე ამიტომ, პულსაცია ნულის ტოლია.



წმენდამ მიზნურმა სიბინძურე ნააზრევს ბანა.

არ არის ღამე, აქ უბრალოდ დღეა მზე ნაკლი!

თვით კაცმა დადგა სააქაო ბოდვაში დრამა,

სადაც სიცოცხლე სიკვდილია, ყოფა სპექტაკლი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1076 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0