მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - მწყემსი / irakli deisadze - mtskemsi
4:45 PM ირაკლი დეისაძე - მწყემსი / irakli deisadze - mtskemsi
|
მივდივარ ასე, ჩამოხეულ ხორცით რა, ეკალ-
ბარდიან გზაზე, შორეული მოტივის მგზავრი,
ნაზანზალაკარ სიმარტოვეს უკუნით ვრეკავ
და სულის ნაწერ წერილს მზიან რიჟრაჟთან ვგზავნი.
ვწინამძღვრობ ფარას, ხელთ მიპყრია კვერთხ, ანდა კომბალ,
მაყრია თავზე უბედობის თანმხლები ფუფქი,
ნამგელ-ხროვიან ღამეს სახეს სისხლიან დროს ვბან,
მერე დაგლეჯილ სამწყსოს საფლავს ქაოსით ვუთხრი.
ქარბუქი, წვიმა ნადელგმარი მარისხებს, კარავ
დატბორილ მოძღვარს შემომეტკბო, როგორაც ძმადი,
ვიცი, რომ ახლა ჩამოჭორილ საღრუბლეთს ვგავარ
და, როგორც ქარი ღრუბელს, მდევნის ყოველი ძვრადი.
დამიფრთხა ფარა, რადგან ამინდ ირევა, სლოკინ
ატეხილ ცაზე იელვა და ჩამოწვა ბორი,
ცხვართაგან ზოგი ქვე დაეშვა, ზე არბის ზოგი,
ჩამესმა ყურში მოსიკვდილო ყმუილიც მგონი.
და ისევ, მივალ ჩამოხეულ ხორცით რა, ეკალ-
ბარდიან გზაზე, შორეული მოტივის მგზავრი,
ნაზანზალაკარ სიმარტოვეს უკუნით ვრეკავ
და სულის ნაწერ ეპისტოლეს ზეცაში ვგზავნი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1353 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|
|