Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ლუციფერ! / irakli deisadze - lucifer! - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - ლუციფერ! / irakli deisadze - lucifer!


4:46 PM
ირაკლი დეისაძე - ლუციფერ! / irakli deisadze - lucifer!
გაქვავებული დგომა შენი ამაოდ მზირალ

სამყაროს ხავსის წაკიდებას პირდება და შენ

ღრმა ფიქრებს, სადღაც, ნაქაოსებ ჯურღმულში ძირავ

და ჯურღმულს შენით სრულიად და ნებითად ავსებ.



ნასიზმრევს ცხადში ურევ, თითქოს ამითი ღვიძილ

წართმეულ თვლემას უპირადებ ფშვინვიერ განცდებს,

არ იცი რატომ, ან რომელი ყოფნისთვის იბრძვი,

საოცრად გინდა, რომ სამყაროც შენეულ აცდეს



სიცხადეს, მაგრამ ვერ გაურბი ვერაფრით ნაძრწოლ

ტკივილებს ღამის, ალიონის ტუსაღი გქვია,

სხვაგვარ არ გსურს და არ მგონია წამიერ გაძლო

უაგონიოდ, შესწორება აწია გვიან



იმის, რაც ერთხელ გაშეცდომდა და ასე მტკივან

ადგილებს ირწყლავ სხვათ დაღუპვით. შენეულ გვალვას

გავცდები ალბათ, უმირაჟო ადგილას მივალ

და სამყაროში ღმერთიანი ფრაზებით დავლას



დავიწყებ, რომ მაგ ამაოდ და ქანდაკად მზირალ

თვალებს სამყარო ავარიდო. უძლური ხარ შენ,

რადგან ღრმა ფიქრებს ნაქაოსებ ჯურღმულში ძირავ

და ჯურღმულს შენით სრულიად და ნებითად ავსებ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1244 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0